სარის სურვილი ნახევარმცველთან მიმართებაში
ტურინელთა რიგებში ნახევარდაცვის ზონაში, არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელია თავმოყრილი, მაგრამ ინგლისური მედიის მტკიცებით მაურისიო სარის სწორედ ამ ზონის კიდევ უფრო მეტად დაკომპლექტება სურს:
კერძოდ, მას ძალიან უნდა ნგოლო კანტესთან მუშაობის გაგრძელება, რომელსაც ჩელსის პერიოდში წვრთნიდა.
არსებული ტრანსფერი იოლი არ იქნება, მაგრამ ტურინელები მზადყოფნას გამოთქვამენ მინიმუმ 70 მილიონი გაიღონ ფრანგის სანაცვლოდ.
სარის მოსაზრებით, სწორედ კანტე შექმნის მირალემ პიანიჩთან და აარონ რემზისთან რეალურად ძლიერ შუახაზს.
რემზიმ მთავარია ტრავმა არ მიიღოს ძაან მოიხოდება ჩემი აზრით.ეტყობა რო კრიფავს ნელ ნელა.დაგლას კოსტას კიდე რა ჭირს ტო არადა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია იუვესთვის :-|
პიანიჩი კანტე რემზი რაბიო ბენტაკური მატუიდი ხედირა. ჩანი გაუშვან. უმაგრესი ნახევარდაცვა გვექნება
კანტე ოცნებაა ალბათ
რემზი დიდი არაფერი მე რასაც ვუყურებ
ცუდად უყურებ როგორც ჩანს ))
კანტე მაგარია, მატუიდის მაგივრად ეგ რო იდგეს. . . .