ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი:”მზად ვართ ინტერისთვის”

თავდაპირველად ლევერკუზენთან მატჩში სასტარტოში აარონ რემზის ელოდნენ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად მოედანზე უელსელის ნაცვლად ფედერიკო ბერნარდესკი გამოჩნდა:

“სიმართლე გითხრათ, სასტარტოში რომ ვიქნებოდი ზუსტად მოთელვის დროს შევიტყვე..

ბედნიერი ვარ, მოედანზე გატარებული დროის და გოლის გამო, მაგრამ პირველ რიგში გუნდის მიერ მიღწეული გამარჯვებით!

კარგად მესმის, რომ მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია საწვრთნელი სესიის დროს იხილოს შედეგი და ყოველთვის მაქსიმუმს ვიღებ, რათა საჭირო დროს სრულ მზადყოფნაში ვიყო.

მომწონს ტრეკუარტისტას პოზიციაზე ასპარეზობა.. ასე ზონებს შორის გადაადგილება და მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიწევს მეტი დროის გატარება.

ყველაფერთან ერთად სარიმ შემტევებს დაგვავალა, რომ მეტოქის მოთამაშეებზე პრესინგი გაგვეკეთებინა.. როდესაც პირველი ხაზი მცველებს ავიწროვებს, ეს ბუნებრივია მთელი გუნდისთვის კომფორტულია.

ინტერთან დაპირისპირება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია.. ჩვენ შეხვედრისთვის მზად ვართ, რადგან იუვენტუსი მიჩვეულია მსგავსი რანგის მატჩებში მონაწილეობას.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

შეფასებები დადეთ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x