ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ბაიერთან გამართული მატჩის შემდეგ:


შესნი – 6 – არანაირი საქმეში ჩართვა, მხოლოდ ფეხით თამაში და ისიც იშვიათად.

კუადრადო – 7 – იდეალური ასპარეზობა, როგორც შეტევაში ასევე დაცვაში. თუ მისი დახმარება რამეში დაგჭირდათ, იგი ჩაერთვება პროცესში და საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბონუჩი – 7 – დაუმარცხებელი! მან დიდი კედელი აღმართა, რომელსაც ერთი-მეორეს მიყოლებით უშედეგოდ უტევენ.

დე ლიგტი – 7 – თითოეულ ორთაბრძოლაში გამარჯვებული რჩება. უფრო მაღლა იწევს ვიდრე ბონუჩი და საქმეს ფანტასტიურად ასრულებს. როგორც ჩანს მას საკმაოდ ადრე აკრიტიკებდნენ.

ალექს სანდრო – 6 – მშვიდად აკონტროლებდა საკუთარ ფლანგს, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე.

ხედირა – 6.5 – ხარისხი და ინტელექტი, რაც გერმანელის სავიზიტო ბარათია.

პიანიჩი – 6.5 – ბოსნიელი ფანტასტიურ ფორმაში იმყოფება და იმ დონის თამაშს აჩვენებს, რასაც მისგან ითხოვენ. არაერთი კარგი ვერტიკალური გადაწყვეტილება, რომლითაც შუახაზელი გუნდის პროდუქტიულ გადაადგილებას ხელს მაქსიმალურად უწყობს.

მატუიდი – 6 – როგორც ყოველთვის ტაქტიკური თვალსაზრისით ნაყოფიერ მატჩს ატარებს, მცირედი უზუსტობა გადაცემებში, მაგრამ არაფერი ზედმეტი.

ბერნარდესკი – 7 – რაც სარიმ დაავალა იდეალურად შეასრულა. ტაქტიკურად როგორც ფრანგმა, ასევე ფედერიკომაც იდეალური შეხვედრა ჩაატარა.. მოძრაობდა ზონებს შორის, ბევრ შავ სამუშაოს ასრულებდა და მუდამ ცდილობდა პარტნიორებისთვის დახმარების შეთავაზებას. 62 წუთზე მოდის ის რაც მას ძალიან ჭირდებოდა.. ზუსტი დარტყმა.. ამიტომაც ყოველგვარი ეჭვები და ნერვიულობა გვერდით უნდა გადადოს! სწორედ ასეა გაგრძელება საჭირო.

იგუაინი – 7 – არ ჩერდება.. მუდამ მოძრაობაში და ბრძოლაშია, რაც მე-17 წუთზე შედეგს იღებს! იღებს და უშვებს კარში.. გოლი და სამი ქულა ჯიბეშია.

დიბალა – 82 წუთიდან – 6.5 – მცირედ დრო მაგრამ დიდი ზეგავლენა.. არგენტინელი ფანტასტიურ კონდიციებშია და მისი გამოყენება უფრო ხშირად უნდა მოხდეს. აკეთებს რონალდუზე საგოლე გადაცემას.

რონალდუ – 6 – აშკარად არ იყო მისი საღამო.. ორი 100%-იანი ეპიზოდი გაუშვა ხელიდან.. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გოლის წყურვილს არასოდეს კარგავს და ბოლოს მიზანს მაინც აღწევს.

სარი – 7 – ყველაფერი იდეალურად გათვალა.. ბერნარდესკის სასტარტოში დაყენებიდან დაწყებული, იგუაინით დამთავრებული.. გარკვეულ ეტაპზე უპირატესობას პრაგმატულ ასპარეზობას ანიჭებს, ბურთს მეტოქეს უთმობს, რომელიც ფლობის გარდა ვერაფერ სახეიროს ვერ აკეთებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

იგუს 6,5 და ბერნას 7 არის სასაცილო .. და არამარტო იგუაინთან შედარებით ))))

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

7-7 ზე უფრო სწორად , როცა არგენტინელმა ძალიან მაგარი მატჩი ჩაატარა. რონალდოს 6 ზუსტია !

d a v i d
4 years ago

მერდას ჯერია ეხლა :juvee:

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x