ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი ინტერთან მატჩზე

მაურისიო სარი კმაყოფილია კლუბის მიერ მიღწეული პროგრესით სხვადასხვა სათამაშო ასპექტში:

“პირველ პოზიციაზე გადანაცვლება ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარია, რომ ხარისხიანად ვითამაშეთ და იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც აქამდე წაგება არ ჰქონდა.
როდესაც გადაცემები ზუსტია, ამას შემდეგ ლოგიკური გოლიც მოჰყვება.
ვფიქრობ, გუნდმა პროგრესი განიცადა გადაცემებთან დაკავშირებით. კიდევ სამუშაო გვაქვს, რომ მინდორზე ვდომინირებდეთ, მეტად მოვახდინოთ პრესინგი და მეტი დრო გავატაროთ მოწინააღმდეგის საჯარიმოში.
ვგრძნობ, რომ უკეთესად შეგვიძლია თამაში. გუნდში ძალიან ლძიერი მოთამაშეები გვყავს და შეგვიძლია შედეგი დავდოთ მაშინაც კი, თუ 100 პროცენტით ვერ ვითამაშებთ.
ტაქტიკის ცვლა? ალბათ, ხალხი ფიქრობს ჩემზე, რომ სულელი ვარ.. მე “ემპოლის” ტაქტიკით დავიწყე და შემდეგ შევცვალე. ნეაპოლში სულ სხვა ტაქტიკით დავიწყე და შემდეგ შევცვალე მთლიანად, როცა ჩელსიში მივედი, იქ მსგავსი ტაქტიკა ავაწყვე, თუმცა სინამდვილეში სრულიად განსხვავებული სქემით ვთამაშობდით. ვფიქრობ, ტაქტიკა უნდა მოარგო მოთამაშეების თვისებებს.
დე ლიგტი? ის თანადათან ეჩვევა ჩვენს სტილს, იტალიურ ფეხბურთს. მან ჯერ ენაც არ იცის კარგად..მას უდიდესი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ადაპტაციის პერიოდშია და ბუნებრივია, სირთულეები ექმნება.
რონალდუ, დიბალა და იგუაინი მინდორზე ერთად? იმ მომენტისთის ვდომინირებდით და ამიტომაც, თავს უფლება მივეცი, მომესინჯა ესეც გარკვეული დროით.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ამ კაცის ყველაზე მეტად ის მომწონს, რო სწორად აფასებს ყველაფერს. ამ მშვენიერი თამაშის მერეც კრიტიკულად უდგება თავის თავსაც და გუნდსაც. ალეგრის რო ეს თამაში მოეგო, საუკუნის თამაში ვითამაშეთო იტყოდა))

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

საღოლ სარის, ძალიან კარგათ უძღვება საქმეს. რაც მთავარია ისეთი შეგრძნებაა რო გუნდმა კიდევ უნდა მოუმატოს. :forza:

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

))) remzic moixodos exla mtavaria )) chkviani igrokia ))) rabiios xasiatis kutxitac problemebi aq rogorc chans tan es matuidi cxovelia da erti kaci egeti naxevardacvashi sachiroa ))) tu 4-3-1-2 itamashebs sari ))) 4-3-3 shi dznelia matuudit magali % burtis kontroli )) 4-3-1-2 sqemashi trekvartistac exmareba gunds ro burti daichiros ))) 4-3-3 kide sul sxva ragacas moitxovs )))

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x