ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ინტერთან გამართული მატჩის შემდეგ:

შესნი – 6.5 – უძლურია გოლის ეპიზოდზე, თუმცა ამის შემდეგ საიმედოა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.

კუადრადო – 7 – მორიგი კარგი და პროდუქტიული მატჩი დაცვის მარჯვენა მცველის ამპლუაში. მაქსიმალურად ეხმარება თანაგუნდელებს როგორც შემტევ ფაზაში ასევე დაცვით ასპექტში.

ბონუჩი – 7 – შესაშური სიმშვიდით ირჯება მთელი 90 წუთის მანძილზე. რომელო ლუკაკუ მის შეშინებას ფიზიკური გაბარიტების ხარჯზე ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მინიმუმ სამი მნიშვნელოვანი ბლოკირება განახორციელა, რომელსაც შესაძლოა გუნდისთვის დიდი პრობლემები მოეტანა.

დე ლიგტი – 5 – არ იყო მისი საღამო.. მოტანილი 11-იანის გარად, უჭირდა გამკლავება ლუკაკუსთან და პოზიციასაც ხშირად კარგავდა..

ალექს სანდრო – 6.5 – იწყებს სუსტად, მაგრამ წუთიდან წუთამდე უმატებს. საიმედოდ ირჯება მატჩის ყველაზე რთულ მომენტში.

ხედირა – 6 – ტაქტიკურად იდეალური მატჩი გამართა.. არ იყო ეფექტური, მაგრამ იყო პუნქტულური. შეხვედრის მეორე ნახევარში პაულო დიბალას მაქსიმალურად ეხმარება ტრეკუარტისტას ფუნქციების ნაყოფიერად შესრულებაში.

ბენტანკური – 6.5 – 61 წუთიდან – კარგი დარტყმა და თავისთავად გამოზომილი გადაცემა გონსალო იგუაინზე, რომლის შემდეგაც გოლი გავიდა.

პიანიჩი – 7 – შოუ დადგა! არამარტო თვითონ ქმნის, არამედ ეხმარება თანაგუნდელებს ბურთის დაბრუნებაში. სრულ პასუხისმგებლობას იღებს და საქმეს წარმატებით მიუყვება.

მატუიდი – 6.5 – არაზუსტია და მაგრამ ფეხზე მყარად დგას და არც ორთაბრძოლებს ერიდება, საიდანაც უფრო მეტად გამარჯვებული სწორედ ფრანგი რჩება.

ბერნარდესკი – 5 – რაც მოედანზე იყო ბროზოვიჩს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა, რითაც ინტერის თამაშს დაღი დაასვა. თუმცა, ეს მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის საკმარისი არ არის. სამწუხაროდ სტაბილურობის ტესტი ამჯერად ვერ გაიარა.

იგუაინი – 62 – 7 – ისევ და ისევ პიპიტა! არგენტინელი მოედანზე გამოდის და გუნდისთვის სამი ქულა მოაქვს.

დიბალა – 7 – ფანტასტიურია! ანათებს სან სიროზე და ინტერისთვის არგენტინელი შეუჩერებელია! ეხმარება პარტნიორებს და იბრძვის კრიშტიანო რონალდუსთან ერთად.. საოცრად კარგ ფორმაშია.

ემრე ჯანი – 71 წუთზე – 6 – კარგი გამოსვლა – სწორი აგრესია და კონცენტრირება. ზუსტად ის რაც ამ წუთისთვის გუნდს ჭირდებოდა.

რონალდუ – 6.5 – ძელს ხვდება ბურთი, რასაც შესაძლოა თავიდანვე შეეცვალა თამაშის სცენარი. სხვა მხრივ მუდამ დაძაბულობაში ამყოფებს მეტოქეს.. პარტნიორებისთვის ყველაფერს იღებს და მისი სახით შეტევის განვითარების მუდმივი შესაძლებლობა იქმნება.

სარი – 7.5 – სამი ქულა სან სიროდან, რომელსაც წლევანდელ სეზონში კონტეს მეთაურობით შიდა ასპარეზზე მარცხი ნაგემი არ ჰქონია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ბერნარდერსკის 0 ეკუთვნის, რა მისი კალიბრის ფეხბურთელი, ერთი ჩვეულებრივი დასტოპებული და განუვითარებელი მშიშარა ფაფხურა *ლეა!

პიანიჩს, სანდროს და სარის კი უფრო მეტი ქულით შევაფასებდი.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x