ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება

იუვენტუსი სანაკრებო პაუზას, სატრანსფერო თემებისთვის იყენებს:

ერთ-ერთ ვარიანტად ემერსონ პალმერი განიხილება, რომელიც ჩელსის რიგებში არცთუ ურიგოდ ირჯება.

იტალიის ნაკრების წევრის დამატება მაურისიო სარის ზაფხულშიც სურდა, მაგრამ მაშინ კლუბი სხვა პოზიციების გაძლიერებაზე ზრუნავდა.

ახლა ტურინში ისეთი სიტუაცია არის შექმნილი, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე მხოლოდ ერთი არჩევანია ალექს სანდროს სახით, რომელიც ბუნებრივია დიდი მიზნებისთვის ბრძოლაში საკმარის რესურს არ წარმოადგენს.

იტალიელები ეცდებიან ემერსონის ზამთარშივე დამატებას, მაგრამ ამის განხორციელება წარმოუდგენლად რთული იქნება, რადგან არისტოკრატებს გარდა სატრანსფერო ბანისა, არც სატურნირო ცხრილში აქვთ იდეალურად საქმე და რამდენად შეელევიან ძლიერ მოთამაშეებს რთული სათქმელია.

5 thoughts on “სატრანსფერო ციებ-ცხელება

  1. რემზი და რაბიოსგან არცერთი არ გაამართლებს, მაშინ ცენტრში შეიძლება პრობლემები შეიქმნას თუ კიდევ ხედირას ან პიანიჩის ტრამვაც დაემატება.

    აი ხარისხის თვალსაზრისით შეტევაში საერთოდ რა განსახილველია სანდროს შემცვლელად დეშილიო. ხოლო სანდროს ტრამვა ხომ საერთოდ კატასტროფა იქნება.

    იმედია ზამთარში პოგბა-ერიქსენიდან ერთერთის ტრანსფერი მოხერხდება + ემერსონიც კაი იქნება, შეტევაში დეშილიოს ბევრად ჯობია დეშილიოს.

  2. ვაჭარი ანიელისგან არ გამიკვირდება, რო სანდრო გაყიდონ და ეს მოიყვანონ და ხურდა დარჩეს))

  3. რატო იძახის აქ ბევრი რომ ზამენა არ ყავს სანდროსო თავიდანვე როცა ახალგაზრდა პელეგრინი გაუშვეს და ასევე სპინაცოლა ითქვა გარკვევით რომ სანდრო იქნება მარცხნივ და კუადრატას ჩამოწევენ მარჯვნივ დაცვაში დანილო-დეშილიო კი იქნება ორივე ფლანგზე ანუ პრობლემა არაა არანაირი უბრალოდ მოხდა რომ ორივე დაიტრამვა ეგაა და მეტი არაფერი ეხლა ორივე მწყობრში ჩადგება და სანდროც და კუადრადოც დაისვენებენ ვერ გავიგე რა პრობლემაა???აქ ბევრი შეფობასაც აგინებდა არადა საერთოდ არანაირი პრობლემა არიყო ფლანგებზე მოიშუშებენ ტრამვებს ორივე და მორჩა ეხლა იმაზე თუა საუბარი რო უკეთესებია საჭირო ეგ სხვასალაპარაკო თემაა თორე დანარჩენი რიგზეა ყველაფერი სანდრო-დეშილიო მარცხნივ დანილო-კუადრადო მარჯვნივ მორჩა ეს თავიდან ითქვა შეფობის მხრიდან და სარიმაც ისაუბრა ამ თემაზე ვრცლად არანაირად არა ფლანგების პრობლემა ნუ ეხლა განვმეორდები საუკეტესოებს თუ მოიყვანენ რაზეა საუბარი თუმცა სანდროც და კუადრადოც იდეალურად ასრულებს ორთავე მის ფუნქციას ასევე დანილოც კარგად უბერავდა ტრამვამდე და მგონია ასეც გააგრძელებს უკეთესადაც კი ასევე დეშილიო ამოსუნთქვის საშვალებას მისცემს ყველას სეზონი დიდია

  4. მარცხნივ სანდრო-დეშილიო
    მარჯვნივ კუადრატა-დანილო

    არგვინდა ეს იტალობრაზილიელი…დეშილიოზე მეტი რა უნდა გააკეთოს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.