ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩის გეგმა..

იტალიური მედია ფაბიო პარატიჩის გეგმაზე საუბრობს:

კრისტიან ერიქსენის კონტრაქტი 2020 წლის ივნისში რომ მთავრდება, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

იუვენტუსი კი მის დამატებას უკვე იანვარშივე ეცდება და არაა გამორიცხული, ტოტენჰემს საკუთარი მოთამაშეც კი დაუთმოს.

საქმე ადრიენ რაბიოს ეხება, რომელიც ჯერჯერობით ვერა და ვერ ჩაჯდა ბიანკონერის სათამაშო მოდულში..

მაურისიო სარის განცხადებით, ფეხბურთელს კი კარგი მახასიათებლები აქვს, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს.

ტურინში უკვე დაირხა ხმები, რომ ფრანგი უკმაყოფილოა გუნდში არსებული მდგომარეობით და მზად არის ნებისმიერი ვარიანტი განიხილოს.

პარატიჩისთვის ეს ყოველივე კარგი შანსია, რომ საწადელს მიაღწიოს და ხელში კრისტიან ერიქსენი ჩაიგდოს, რომლის გაფორმებას უკვე არაერთი სეზონია ლამობს.

1 thought on “პარატიჩის გეგმა..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.