ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანლუიჯი ბუფონის ღია წერილი

ჯანლუიჯი ბუფონმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელიც საკუთარ თავს მიწერა.. უფრო სწორედ ახალგაზრდა ბუფონს:

მე შენ ამ წერილს გვიან საღამოს გწერ.. დიახ, მე 41 წლის ადამიანი 17 წლის ბიჭს, რომელსაც ხვალ პარმას რიგებში მატჩი გელის.

აქ იმისთვის ვარ, რომ სრულ სიმართლეზე გესაუბრო.. გითხრა ყველაფერი შენს სულიერ სამყაროზე.. დიახ, სწორად მიმიხვდი, ზუსტადაც რომ სულზე!

შენ ხარ 17 წლის და აპირებ გახდე ნამდვილი ფეხბურთელი! როგორც უკვე გითხარით ხვალ, პარმას რიგებში სერია ა-ს პირველ შეხვედრაში მიიღებ მონაწილეობას.. ემოციებისგან ალბათ საწოლში უნდა იწვე და თბილ რძეს სვამდე, მაგრამ არა.. შენ პრიმავერას მეგობართან ერთად ბარში მიდიხარ..

გარკვეული ხნის შემდეგ კლუბის მიღმა ხარ და პოლიციელებს ესაუბრები.. და საერთოდაც მათი ავტომობილის საჭესთან დაჯდომა კარგი აზრი არ არის.. ისინი ამას გართობად არ ჩათვლიან! ამიტომ კარგი იქნება თუ შინ წახვალ! წახვალ და დაიძინებ..

ეს ქაოსი შენს თავშია.. ფიქრობ, რომ ძლიერი და თავისუფალი ხარ, მაგრამ რეალობაში ეს ხომ მხოლოდ ნიღაბია, რომელსაც შენ ატარებ?

თუმცა, მეორეს მხრივ ეს პარადოქსია.. იმისათვის, რომ კარი დაიცვა უშიშარი უნდა იყო.. საკუთარ თავში დარწმუნებული და რეალურად ძლიერი პიროვნება..

მაგრამ ძლიერმა ადამიანმა შესაძლოა რეალობის აღქმა დაკარგოს.. სული სიმძიმეს გრძნობს და დეპრესიაც ზუსტად ამიტომ გეუფლება..

შეიძლება გაგეცინოს კიდევაც.. წარმოიდგინე რომ შენ უკვე ყველაფერს მიაღწიე.. 26 წლის ასაკში გაქვს ზღვა ფული, დიდება, იუვენტუსის და იტალიის ძირითადი შემადგენლობის წევრობა.. ხალხი პატივისცემისგან და დიდი სიყვარულისგან სუპერმენსაც კი დაგიძახებს!

მაგრამ შენ არ ხარ სუპერ გმირი.. ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი ხარ, რომელიც სამსახურეობრივ რუტინაში იმყოფები.. ერთი და იგივე მეორდება ყოველდღიურად.. მიდიხარ სავარჯიშოდ.. შემდეგ თამაშზე.. იგებ, აგებ.. მიდიხარ სახლში და უყურებ ტელევიზორს.. და ასე მეორდება დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე..

უმჯობესი იქნება აქ მცირეოდენი პაუზა გავაკეთოთ.. ვიცი რასაც მეტყვი 17 წლის ასაკში მყოფი.. კი მაგრამ თუ იუვენტუსის და იტალიის ნაკრების სასტარტოში ადგილი გარანტირებული მაქვს, მილიონებსაც კარგად ვშოულობ.. დეპრესია? ეს ხომ სისულელეა!

სწორედ აქ მინდა გკითხო.. ჯიჯი, რატომ გადაწყვიტე ფეხბურთში წასვლა? ოღონდ არ მითხრა, რომ ეს ტომას ნ’კონოს გამო გააკეთე.. მიზეზი უფრო სიღრმეში უნდა მონახო. ყველა დეტალი უნდა გახსოვდეს.

შენ 12 წლის იყავი.. მიდიოდა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.. დიახ, იტალიაში.. და დიახ, პირველი დაპირისპირება არგენტინა კამერუნი იყო.. მაგრამ სად იყავი ამ დროს? დახუჭე თვალები.. ზუსტად, შენს ოთახში.. მარტო.. რატომ არ იყვნენ მეგობრები შენს გარშემო?

გიჭირს გახსენება.. ბებია სამზარეულოში კერძს ამზადებდა.. ძალიან ცხელოდა და თან ბნელოდა.. მხოლოდ ტელევიზორის ცისფერი სხივები ანათებდნენ.. დიახ, იცი არგენტინა და მარადონა, მაგრამ არის რაღაც ამ ჯადოსნურ კამერუნში.. მაგრამ შენ ხომ აქამდე არც კი იცოდი სად იყო ეს ქვეყანა? რომ არა ეს ოთახი ვერც გაიგებდი.

ასეთი მცხუნვარე მზის ფონზე, მათი მეკარე გრძელ ეკიპირებაშია. გრძელი შავი შარვალი.. თუმცა, მისი ფანტასტიური მოძრაობები და იმიჯი გაჯადოებს.. ის ყველაზე მაგარი ტიპია ვინც კი გინახავს..

შენ უყურებ ამ თამაშს და ზუსტად ამ წამს იწერება შენი ისტორია.. გინდა გახდე მასავით ძლიერი და უშიშარი.. ამიტომაც თვალს არ წყვეტთ.. სწავლობ და იზრდები.

ნერვიულობის ფონზე, კამერუნს გოლი გააქვს.. ემოციები თავისით იფრქვევა შენში და ბედნიერებისგან ყვირი.. ამ განცდებში ხარ, როდესაც მეორე ბურთიც გადის! და ბოლოს ხედავ როგორ ზეიმობენ ისინი.. გარბიხარ გარეთ და მეგობრებს უყვები თუ როგორი ძლიერი და უშიშარი გუნდი ჰყავთ კამერუნელებს.

სწორედ ამ დროს დაინთო შენში ცეცხლი. კამერუნი ეს არის ადგილი, რომელიც არსებობს.. ტომას ნ’კონო არის ადამიანი რომელიც არსებობს! შენ აჩვენებ სამყაროს რომ ბუფონი არსებობს.. აი თუ რატომ გახდი ფეხბურთელი!

არც დიდებისთვის და არც ფულისთვის.. არამედ ოსტატობისა და სტილისა, რომელიც ტომას ნ’კონოს გააჩნდა! მისი სულისთვის!

უნდა გახსოვდეს, რომ ფული და დიდება მთავარი არ არის.. ამიტომაც უნდა ეძებდე ბედნიერებას ფეხბურთის მიღმაც.. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს შეეჩეხები. რომ შემეძლოს რაიმე რჩევების მოცემა ჯერ კიდევ ახალგაზრდასთვის, ვფიქრობ ბევრი პრობლემისგან გიხსნიდი.. გადაარჩენდი შენ თავსაც და ოჯახსაც ბევრი სულიერი ტკივილისგან.

დიახ, როდესაც მეკარე ხარ ეს ნიშნავს, რომ უშიშარი პიროვნება ხარ! თუმცა, იყო ძლიერი არ ნიშნავს აიგნორებდე ყველაფერს ჯიჯი.. დეპრესიის დროს შენში რაღაც მოხდა.. ერთ მშვენიერ დილას, შენს რუტინულ სამყაროში გადაწყვეტ, რომ ტურინის სხვა რესტორანში წახვიდე. ირჩევ ახალ მარშუტს და გზად ხელოვნების მუზეუმს იხილავ..

გარეთა პოსტერზე იხილავ წარწერას CHAGALL.. დიახ, ეს შენ ადრეც მოგისმენია. მაგრამ ხელოვნებაზე ინფორმაცია არ გაგაჩნია, რადგან უხვად გაქვს პირადი საქმეები. შენ ხომ ბუფონი ხარ.. მაგრამ ვინ არის ბუფონი? იცი თუ არა რეალურად ვინ ხარ?

ეს წერილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შენ ზუსტად ამ დღეს უნდა შეხვიდე მუზეუმში და ეს გახდება, შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. თქვენ გაფუჭდებით და დაიწყებთ ცხოვრებას, როგორც ფეხბურთელი, როგორც სუპერმენი!

მაგრამ თუ შიგნით შეხვალთ, ნახავთ უამრავ ნახატს.. ზოგი საოცარია, ზოგი არცთუ ისე.. ზოგს ვერც კი ჩაწვდები, მაგრამ არის ერთი რომელიც მეხივით გავარდება.. ეს არის “გასეირნება”..

თითქმის ბავშური პეიზაჟია.. მამა და დედა პიკნიკზე არიან, მაგრამ ყველაფერი ჯადოსნურად გამოიყურება. ქალი ცაში მიფრინავს, ხელი უჭირავს და იღიმება..

ეს ყოველივე ბავშვის სიზმარს ჰგავს.. თითქოს სხვა სამყაროს მესიჯია.. და შენ ის რაღაცას მოგცემს.. ბავშვურ ემოციას.. სიხალისეს.. შეგრძნება, როდესაც ტომას ნ’კონოს თამაშს უყურებ.. შეგრძნება, როდესაც ბებია სამზარეულოდან გეძახის.. შეგრძნება, როდესაც სიბნელეში ტელევიზორს უყურებ და ლოცულობ..

როდესაც იზრდები რაღაცეები გავიწყდება.. ამიტომაც უნდა დაბრუნდე აქ.. იმავე მუზეუმში.. ჩადგე ბილეთის რიგში.. მოლარე იცინის, თქვენ ხომ აქ უკვე იყავით.. მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ მიაქციო.. შენ აუცილებლად უნდა მიხვიდე!

სწორედ ხელოვნების ეს ნიმუში გახდება შენი მთავარი წამალი.

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პარმას ახალგაზრდა წევრი ხარ.. გარკვეულ რჩევას მოგცემ.. გინდა, რომ თანაგუნდელებს და ქომაგებს დაუმტკიცო, რომ ძლიერი ხარ..

ვიცი, რომ ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნისას დაწერ:”სიკვდილი ლაჩრებს”.. ჯერ კიდევ არ გაქვს გაცნობიერებული, რომ ეს ფაშისტების ლოზუნგია.. ეს ერთ-ერთი იმ ეპიზოდიდან არის, რომელიც შენს ოჯახს ტკივილს მიაყენებს. თუმცა, შეცდომები კარგია, სწორედ ასე ხვდები რომ ადამიანი ხარ.. ადამიანები კი შეცდომებს ხშირად უშვებენ მეგობარო.. შენ ეს კარგად იცი.

ეს კარგია, რადგან მშვენიერი ცდაა რაღაცით სხვებისგან გამორჩეული იყო.. მაგრამ რეალურად არც ბარმენისგან და არც ელექტრიკისგან, რომელთანაც სხვათაშორის მთელი ცხოვრება იმეგობრებ, არაფრით გამორჩეული არ ხარ.

აი ეს არის რაც დეპრესიის დროს გამოჩნდება.. შეუძლებელია 17 წლის ასაკში ამის დანახვა, თუმცა მერწმუნე ყველაზე დიდი სითამამე არის ის, რომ ადამიანებს საკუთარი სისუსტე დაანახო და ამის არ შეგრცხვეს.

41 წლის ასაკშიც კი დაუკმაყოფილებლობის განცდა გექნება.. დიახ, ეს ასეა და ამას ვერაფერს ვუზამთ. ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატებიც კი ვერ აქრობს ამ ემოციებს. სანამ გექნება სეზონი, სადაც არანაირ მიზანს არ დაისახავ, ეს ემოცია არ ჩაქრება.

დიახ, შესაძლოა სულ ასეთი იყავი. გახსოვს პირველი ზამთარი? ბაბუას რომ ესტუმრე უდინეში? თუ ეს იმ კატეგორიაში შედის, რომელსაც ხნიერი ადამიანები იხსენებენ?

შენ 4 წლის იყავი და ღამით თოვლი წამოვიდა.. თოვლი საკუთარი თვალით პირველად იხილე. გაგეღვიძა გვიან ღამით, გაიხედე ფანჯარაში და შენს წინ თეთრი სიზმარი იყო.. დიახ, სამყარო გათეთრდა!

გარეთ გახვედი და ვერც კი იგრძენი, რომ ეს იყო თოვლი.. და რას აკეთებდი? პალტოსთვის გაიქეცი? შეეფარე თუ? არა, პირდაპირ თოვლში გადახტი, როგორც უშიშარი ადამიანი! ბებია კი ყვიროდა – ჯანლუიჯი არა, არა არა!

კვირა ისე დამთავრდა რომ საწოლიდან ადგომა ვერ მოახერხე, რადგან მაღალი ტემპერატურა გქონდა.. თუმცა, ეს ვის ახსოვდა! ყოველგვარი ეჭვების გარეშე, პირდაპირ თოვლში! შენ ხარ ბუფონი და შენ აჩვენებ სამყაროს, რომ არსებობ!”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ავტორს მადლობა, თვალწინ გამიელვა იმ წლებმა რაც ჯიჯი იუვეშია! ძალიან მაგარი ადამიანი და მეკარე :forza: ფორცა ჯიჯი

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ეს დემირალი ბაზარი არაა მებრძოლი როჟაა ართმევაზე და რამე,ორთაბრძოლებში…თუმცა ძააN თქვენობით არის ბურთთან და დასახვეწი აქვს ჯერ ბურთთან ურთიერთობა…
ერთ მომენტში რანაირად გამოიტანა წუხელ ფრანგი რომ დახვედროდა დასარტყმელზე გაყავდა ფაქტიურად

Maradona73
Maradona73
4 years ago

პოეტია სულით ჯიჯი, ერთი ლიგა დახატავდა, ოღონდ ფინალში უნდა დადგეს კარში. :up: :juvee:

ტრიდე
ტრიდე
4 years ago
Reply to  Maradona73

წელს მოხდება ეს ყველაფერი

ტრიდე
ტრიდე
4 years ago

ჯიჯი ჯიგარი ხარ სტატიის დამდებს კომენტარი არ უნდა რა ადამინია :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

უნდა დაემთავრებინა შარშანწინ რაა. ან წასულიყო პარმაში 1 სეზონი ან აგერ დე როსი როგორც წავიდა ბოკაში რამე ეგეთი ნაბიჯი გაეკეთებინა. რავი, შეილება პროსტა არ ეთმობა და მაინცდამაინც ყურებიანი თასის გამო არ დადის წინ და უკან, მარა ფაქტია რო 1 შეხედვით ესე ჩანს რაა. პროსტა იმდენად დიადი ფიგურაა, რო არ მემეტება ვიღაცეების საღლიცინოდ რაა…

d a v i d
4 years ago

:love: ჯიჯიიი…. მადლობა დავით… შენ გაიხარეე:up:

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ეჰ ჯიჯი ჯიჯი…ეს მობრუნება კი ზედმეტი იყო უკვე მოთამაშის რანგში…

გაგაცილა ერთხელ უკვე ფანობამ და სადღა მოდიხარ

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x