ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მენდეში რონალდუზე:”ის ამას იუვესთან ერთად მიაღწევს”

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა და ეს აღსანიშნავი ეპიზოდი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობისას დაფიქსირდა:

ჟორჟ მენდეშმა საკუთარ კლიენტზე ტუტოსპორტთან ისაუბრა:

“ციფრები ყველა კითხვას ამომწურავად პასუხობს. მან ამ საოცარ შედეგს სხვადასხვა ძლიერ ჩემპიონატში ასპარეზობით მიაღწია!

ყველაფერთან ერთად მან ეროვნული გუნდის რიგებში სამ ფინალში მიიღო მონაწილეობა და ორი გამარჯვებით დაასრულა.

დიახ, ახლა მან 700 გოლს მიაღწია, მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე პელესაც გაასწრებს და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მთავარი ბომბარდირი გახდება. პორტუგალიელი ამ შედეგს იუვენტუსის რიგებში მიაღწევს.

ბოლოს და ბოლოს 68 ბურთი ხომ არცთუ ისე დიდი ციფრებია ასეთი დონის ფეხბურთელისთვის? დარწმუნებული ვარ მისი საუკეთესო მხარეები ჯერ კიდევ წინ გველოდება”.

2 thoughts on “მენდეში რონალდუზე:”ის ამას იუვესთან ერთად მიაღწევს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.