ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მთელი რიგი განახლებები..

საინტერესო სიახლეები ქვეყნდება იტალიურ მედიაში:

იუვენტუსის მესვეურები მთელ რიგ მოთამაშეებთან ახალი კონტრაქტების გაფორმებას გეგმავენ.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ფაბიო პარატიჩი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდი ხუან კუადრადოს და ბლეზ მატუიდის საფეხბურთო აგენტებთან. წესით და რიგით ეს ორი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს ხელს მალე მოაწერს.

რიგში არიან ასევე პაულო დიბალა, ფედერიკო ბერნარდესკი და გონსალო იგუაინი..

დიახ, ერთი პირობა ორივე არგენტინელზე უცნაური ცნობები ქვეყნდება, მაგრამ საბოლოო ჯამში კლუბმა მათი დატოვება და ახლა უკვე ახალი პირობების შეთავაზებაც გადაწყვიტა.

პიპიტას კონტრაქტი 2021 წელს სრულდება და ბიანკონერი მას კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას შეთავაზებს. ლა ჯოიას ხელშეკრულებას ძალა 2022 წლამდე აქვს და ბიანკონერი 2024 მდე გაზრდას თავაზობს, ხოლო წლიური ანაზღაურება 7.5 მილიონი იქნება.

რაც შეეხება ბერნარდესკის.. იტალიელს ასევე 2024 წლამდე თავაზობენ კონტრაქტს და სეზონში ანაზღაურება 4.5 მილიონი ევრო იქნება, თუ თანახმობას განაცხადებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
გოგლიკა
გოგლიკა
4 years ago

ამ ბერნარდესკის იმედი რატო აქვთ, არაა იუვეს დონე

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

shesnic aris am siashi ))) mekare gvyavs mgelio da gauxangzlivoto )))

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x