მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია
გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას:
“ჩვენ რთული მატჩი გველის.. პირველ რიგში შევხვდებით გუნდს, რომელიც რთული მდგომარეობის მიუხედავად, ყოველთვის ეცდება საკუთარი თამაში მოგახვიოს თავს..
მეორე თავსატეხი სიცხე იქნება, როგორიც მაგალითად ფლორენციაში იყო.. მაგრამ ამ ყველაფერს სათანადო დონეზე უნდა გავუმკლავდეთ და პოზიტიური გზა გავაგრძელოთ.
ამ ეტაპზე შემადგენლობის ვარირების მაინც და მაინც დიდი რესურსი არ გაგვაჩნია, მაგრამ გარკვეულ კორექტირებას მაინც შევიტანთ.
ლეონარდო ბონუჩი შესვენების გარეშე ირჯება და ვნახოთ, შევძლებ თუ არა მისთვის დასვენების საშუალების მიცემას.
დუგლას კოშტა ჯერ კიდევ არ არის მზად, როგორც მატია დე შილიო.. ამ უკანასკნელს რამდენიმე დღე დაჭირდება ფორმის აღსადგენად.
კრიშტიანო რონალდუს ხშირად ვესაუბრები და ხანდახან დასვენება მასაც ჭირდება.
სტანდარტული სიტუაციები? არჩევანი კვლავინდებურად რონალდუს და მირალემ პიანიჩის ხელშია..
ბოსნიელს ოდნავ განსხვავებული რამ დავავალე და იგი ამ ყველაფერს ისე ასრულებს, რომ მისი მახასიათებლები ოდნავადაც არ შეცვლილა..
დღეისათვის პიანიჩი უდაოდ განსაკუთრებულ დონეზე ირჯება”.
