ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ლეჩესთან გამართული მატჩის შემდეგ:

შესნი – 6.5 – პენალტი რომ არ ჩავთვალოთ სხვა მხრივ ყურადღებით არის.

დანილო – 6 – საერთო ჯამში კარგი დაბრუნება გამოუვიდა. ეხმარება პარტნიორებს შეტევაში და დაცვაშიც ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მოქმედებს

კუადრადო – 58 წუთიდან – 6.5 – გამოვიდა თუ არა მომენტალურად ეცადა სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენას საკუთარი მოქმედებებით. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ბონუჩი – 6 – ამ თამაში არაერთი მომენტი ჰქონდა გოლი რამ გაეტანა, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს.. მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.

დე ლიგტი – 5.5 – მთავარი ანტიგმირი, რომლის უიღბლობამ ლეჩეს ქულა მოუტანა.

ალექს სანდრო – 6.5 – მის ფლანგზე ლეჩე ფაქტიურად არ ჩნდებოდა და ბრაზილიელი შეტევაშიც თამამად მიდიოდა, უწვდიდა რა დახმარების ხელს საკუთარ გუნდელებს.

ემრე ჯანი – 6 – ყოველთვის მომართულია საბრძოლველად და უკან წამითაც არ იხევს, მიუხედავად იმისა რომ უთამაშებლობის გამო იდეალურ კონდიციებში არ იმყოფება.

პიანიჩი – 6.5 – ახლა ყველაზე იმაზე ნერვიულობს, რომ მირალემს სერიოზული არაფერი ჭირდეს და მოედანზე მალე დაბრუნდეს. მორიგი საიმედო და კარგი თამაში მისი შესრულებით.

ხედირა – 6 – ცდილობს რომ შეცდომები არ დაუშვას..

ბენტანკური – 6.5 – მოედნის თითოეულ მონაკვეთზე თავდაჯერებულობა მოაქვს. გინდათ ხარისხი? მაშინ ინებეთ! სარის ლამაზმა სიტყვებმა მისი ასპარეზობა კიდევ უფრო დაამშვენა.

ბერნარდესკი – 5 – ტონუსიდან ამოვარდნილს მოგაგონებთ.. ძალიან უჭირს და მაშინაც კი როდესაც სასწაულს ჩადის, მაგალითად როდესაც მთელი დაცვის ხაზი მოჭრა, დასრულებისას შანსი ხელიდან გაუშვა.. რომელიც გუნდს ძვირად დაუჯდა.

დიბალა – 7 – სინათლე და ალბათ ერთადერთი.. მუდმივი და მკაფიო.. გუნდი პრობლემებს განიცდის და არგენტინელს სიტუაციის გამოსწორება სურს.. პუბლიკა მოუთმენლად ელის ბურთის და მისი მარცხენა ფეხის შეხვედრას, როდესაც არ იცი რა შეიძლება მოხდეს.

იგუაინი – 5.5 – ერთადერთი რაც კარგი იყო არის იმ მძიმე შეტაკების შემდეგ, მამაცურად გაძლება და მოედანზე დარჩენა. სხვა მხრივ ბევრი ხარვეზი ჰქონდა.

სარი – 5.5 – პიანიჩის ტრავმა უფრო დიდ პრობლემებს შეიძლება მოასწავებდეს, ვიდრე ლეჩესთან ორი ქულის დაკარგვა.. კვლავინდებურად ჩნდება კითხვა – რატომ არ არის როტაცია და სად არის ძალების სწორი გადანაწილების მექანიზმი?

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
გოგლიკა
გოგლიკა
4 years ago

ბერნარდესკისთვის მოიძებნა ადგილი და მანჯუსთვის ვერა(((((((((( ასეთ ჯაგა მოთამაშეს ამდენი დრო რატო ეძლევა… დუგლაშა როდის გამოდის??

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

rotacia iyo ))) ronaldo daasvena )) matuidi ar gamoushva ) kuadradoc skamze datova ) faqtiurad 3 ziritadi motamashe ))) shetevashi verc dibalas daasvenebda da verc iguains ))) romelic zamenaze gamovida lokomotivtan ))) poianichis dasvenebas tu gulisxmobt advili araa eg ambavi faqtiurad ertadertia naxevardacvashi vinc saris fexburti gaigo ))) sandros shemcvleli ar yavs )) pretenzia sheileba wauyeno im kutxit ro centraluri mcvelebis rotacia sheezlo ))) isic erti romelime daesvenebina )) delixti skamze cota ro gons movides ))) bonuchis dasveneba undoda da ambobda kidec ubralod albat ver endoboda bavshvebs centralur dacvashi ddd ))) ase rom rotacia ar gaaketa dzaan gadacharbebuli natqvamia )))

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x