ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს

გთავაზობთ ტურინელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას, რომელიც დღეს ღამე თბილისის დროით 0:00-ზე ჯენოას დაუპირისპირდება:

ტუტოსპორტი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნებას ვარაუდობს, რომელმაც ბოლონიასთან შეხვედრაში გუნდი სასწაულებრივი რეაქციით გაშვებული გოლისგან იხსნა.

მაურისიო სარის თქმით ბიანკონერის გაუჭირდება 4-3-3 სქემით ასპარეზობა, რადგან დუგლას კოშტა 45 დღიანი უთამაშებლობის შემდეგ ფორმაში არ შესულა.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადოს უნდა ველოდოთ, რომელიც ლეჩესთან დაპირისპირებისას პირველი ტაიმი სკამზე გაატარა და შეხვედრაში მეორე ნახევრიდან დანილოს ნაცვლად ჩაერთო.

დაცვის ცენტრთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი და სხვადასხვა ვარაუდია.. ტუტოსპორტი უპირატესობას ლეონარდო ბონუჩის და დანიელე რუგანის ანიჭებს.

სხვათაშორის მათი პროგნოზით რუგანი წინა მატჩში უნდა გამოჩენილიყო სეზონში პირველად.. ვნახოთ, ახლა მაინც თუ გამართლდება ეს ვარაუდი.

მარცხენა ფლანგზე ალექს სანდრო.. მას ახლა არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია თუ არ გავითვალისწინებთ ბლეზ მატუიდის, რომელსაც ამ სეზონში ერთხელ უკვე მოუწია მის ნაცვლად ამ ზონაში თამაში.

ფრანგი ფლანგზე არა მაგრამ ცენტრში დიდი ალბათობით როდრიგო ბენტანკურს და სამი ხედირასთან ერთად იასპარეზებს.

ურუგვაელმა გასულ მატჩში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ვნახოთ, გააგრძელებს თუ არა სტაბილურად კარგი ხარისხის ჩვენებას.

რაც შეეხება შემტევ ხაზს..

ფედერიკო ბერნარდესკი კრიტიკის ქარ ცეცხლშია მოქცეული, მაგრამ ამ ზონაში ჯერჯერობით მაურისიო სარის ალტერნატივა არ გააჩნია..

აქედან გამომდინარე ტრეკუარტისტის როლში იტალიელს ვიხილავთ, რომელიც ეცდება შავი ღრუბლების გაფანტვას და პარტნიორებისთვის დახმარების ხელის გაწვდენას.

მის წინ კარგ ფორმაში მყოფი პაულო დიბალა იქნება, რომელსაც კრიშტიანო რონალდუ შეუწყვილდება. პორტუგალიელმა გამოტოვა ლეჩესთან მატჩი და წესით ახლა კარგ კონდიციებში უნდა იყოს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ნახევარდაცვაში რაბიო კაი იქნებოდა, ეს ბერნარდესკი კიდე იმენა ტრიპერია რაა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x