ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუს გოლებმა იუვენტუსს უკვე 26 ქულა მოუტანა

კრიშტიანუ რონალდუმ იტალიაში გადმობარგების შემდეგ უკვე 34 გოლი გაიტანა და ორი ტიტულის მოგებაც მოახერხა.

კრიშტიანუ რონალდუს ინდივიდუალური პოპულარობა იუვენტუსის მაისურების გაყიდვის რეკორდების მოხსნისა და სტადიონზე მაყურებლების ჯერ არნახული მაჩვენებლების დასწრების მიზეზი გახდა.

თუმცა, თვითონ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავიც ამართლებს გაცემულ ავანსებს და თავისი შედეგიანობით გუნდისთვის შედეგების მოტანას განაგრძობს.

რონალდუმ, მოსვლის შემდეგ, იუვენტუსის უკლებლივ ყველა გოლი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში თავად გაიტანა და ატლეტიკოსთან შესანიშნავი ქამბექიც შემოგვთავაზა.

თუმცა, კრიშტიანუ ქვეყნის შიდა ჩემპიონატშიც არანაკლებ შედეგიანია. ჯენოას წინააღმდეგ ბოლო წუთზე მისივე მოპოვებული პენალტით მან იუვენტუსს 1-ს მაგივრად 3 ქულა მოაპოვებინა და ცხრილში პირველი ადგილი დაუბრუნა.

ჯამში რონალდუმ გადმოსვლიდან დღემდე ტურინელებს 26 ქულა მოუპოვა. დიდწილად კრიშტიანუს დამსახურებით მოიგო იუვენტუსმა 2019 წლის სერია ა და სწორედ მისი წვლილის ზეგავლენით არიან ტურინელები პირველ ადგილზე მიმდინარე სეზონშიც.

მიიღე ფრისპინები ყველა გატანილ გოლზე adjarabet.com-ზე!

4 thoughts on “რონალდუს გოლებმა იუვენტუსს უკვე 26 ქულა მოუტანა

  1. ცენტრფორვარდად უნდა იყოს, როგორც რეალში და შეყრის ბევრს! აი მეორე ტაიმში ხო დადგა ცენტრში და რამდენი მომენტი შეექმნა) მართალია მაზა კიდეც, მარა ძაან მაგრათ იხსნება საჯარიმოში. ცოდოა ფლანგზე რაა. მართალია ბევრ 25 წლისაზე სწრაფად დარბის დღესაც)) მარა პროდუქტიულობა იკლებს ფლანგზე. მანჩესტერშიც როცა უკნიდან თამაშობდა ფლანგებზე არ გაქონდა ბევრი. ლიგაზე სულ 15 ბურთი აქვს გატანილი იუნაიტედში))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.