ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ჯენოასთან გამართული მატჩის შემდეგ:

ბუფონი – 6 – კუამეს დარტყმულზე უძლური აღმოჩნდა, ხოლო სხვა დანარჩენზე ყურადღებით ირჯება.

კუადრადო – 6 – დაცვაში საიმედოა, ხოლო შეტევაში მისთვის დამახასიათებლები სახიფათო მოქმედებები არასტაბილური.

ბონუჩი – 7 – ფაქტიურად, მარტო დგას დაცვის ხაზში და ცდილობს ჯენოას წინა ხაზის შეჩერებას, რაც ნამდვილად კარგად გამოსდის.

რუგანი – 5.5 – მთელი შეხვედრის განმავლობაში გვიტოვებდა შთაბეჭდილებას, თითქოს რაღაცის ეშინოდა და ამიტომაც არ მიდიოდა რისკზე.. იღებს ყვითელ ბარათს და თამაშობს ძალიან სუსტად.

ალექს სანდრო – 5.5 – აშკარად გადაღლილია.. წინ არანაირი ფანტაზია.. დაცვაში შედარებით კარგია.

ხედირა – 5.5 – სურვილი არის, მაგრამ ძალიან ნელა გადაადგილდებოდა.

რემზი – 61 წუთიდან – 5.5 – თითქოს კარგი ტემპით შემოდის, მაგრამ ვერც ის ალაგებს სიტუაციას.

ბენტანკური – 6 – ყოველგვარი შიშის გარეშე იღებს რეჯისტას პასუხისმგებლობას და თუ ბოლომდე იდეალური არ არის, დიდ შეცდომასაც არ უშვებს.

მატუიდი – 6 – ფეხით თამაში მისი ძლიერი მხარე, რომ არ არის ფაქტია.. მაგრამ შავ სამუშაოს როგორც ყოველთვის სხვებზე მეტად ასრულებს.

რაბიო – 61 წუთიდან – 6 – კარგად შემოვიდა.. საჭირო მუხტიც შემოიტანა და მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნაშიც ეხმარებოდა პარტნიორებს.. შემდგომ წითელ ბარათს იღებს და გუნდს 10 კაცით ტოვებს მოედანზე..

ბერნარდესკი – 6 – ინერტული პირველი ნახევარი, რის გამოც გულშემატკივრებისგან დამსახურებულ სტვენას იღებს. გეომეტრიული პროგრესით იზრდება მეორე ნახევარში და ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ხდება მოედანზე.. შეცვლისას, ფანებმა დამსახურებული აპლოდისმენტებით გააცილეს.

კოშტა – 79 წუთიდან – 6.5 – მართალია 45 დღე არ უთამაშია, მაგრამ გამოსვლის წამიდან იუვენტუსი მასთან ერთად უფრო და უფრო სახიფათო ხდება.

დიბალა – 6.5 – ფეხბურთელი რომელიც მუდამ სახიფათოა.. სწორედ არგენტინელია ახლა გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა.. ბრწყინვალე კონდიციებშია.

რონალდუ – 6.5 – შეიძლება იდეალურ ფორმაში არ არის, მაგრამ არ ნებდება და მასთან ერთად გუნდიც წინ მიიწევს. იტანს ბურთს რომელსაც არ უთვლიან.. მიდის შეტევაში, პოულობს 11-იანს და თავადვე იტანს.. სამი ქულა ჯიბეშია და არავის ახსოვს როგორ ფორმაშია პორტუგალიელი.

სარი – 6 – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უსახური თამაში მისი ხელმძღვანელობით. კი დაბრუნდნენ გამარჯვების გზაზე, მაგრამ კმაყოფილი მთელი რიგი ასპექტებით, რომ არ იქნებოდა ფაქტია.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x