დე ლიხტმა თავისი პირველი რეკორდი უკვე მოხსნა
მატიას დე ლიხტი 2019 წლის ზაფხულში აიაქსიდან იუვენტუსში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და მასზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა სეზონის სტარტი მისთვის არც თუ ისე წარმატებული გამოდგა.
პირველ მატჩებში, დე ლიხტმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და მისი შეფასებები პირველი ოთხი მატჩის განმავლობაში 6,3-ს ვერ ცდებოდა.
თუმცა, ეს ყველაფერი შეიძლება ბუნებრივად ჩაითვალოს და ადაპტაციის გავლის აუცილებელ პერიოდად მივიჩნიოთ.
ტორინოსთან წინააღმდეგ გამართულ მატჩში კი ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა იუვენტუსის მაისურით ჯერ-ჯერობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
დე ლიხტმა ტორინოსთან მატჩში 8.4 შეფასება მიიღო და იუვენტუსის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, იგი ასევე იუვენტუსის პირველი ლეგიონერი გახდა ისტორიაში, რომელმაც სადებიუტო გოლი ტურინულ დერბიში გაიტანა.
დე ლიხტმა მატჩში 7 საჰაერო ორთაბრძოლაც მოიგო, 9 ზუსტი ართმევა განახორციელა და 29 ზუსტი პასი გააკეთა.
20 წლის მცველი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია მსოფლიოში და თუ ასე გააგრძელა, იუვენტუსის დაცვის ლიდერად მალე ჩამოყალიბდება.
ისე პრიმავერა სულ სუსტი წერტილი იყო ჩვენთვის. მორენოა კაი ბიჭი მანდ დანარჩენზე რა მოგახსენო
კიელინი აშკარად აკლია გუნდს )) ეგ არის ლიდერი დაცვაში )) ტექნიკა არ აქვს კარგი მაგრამ ევრას ბოლო დროინდელ ინტერვიში ნათქვამს დავეთანხმები რო ნახევარი გუნდია კიელო ))) დელიხტმა ჯერ კიდე ბევრი რამ უნდა ისწავლოს ))) თავისუფლად შეეძლო სხვა არბიტრს პენალტი დაენიშნა ტორინოსთან ))) ხელზე მოხვდა ბურთი შემთხვევითო :D:D რატო სხვას არ ხვდება ეგრე ხელზე ბურთი ყველა თამაშში )) პოზიციას არასწორად ირჩევს და ეგაა პრობლემა ))) სარიმ თქვა ისეთ ჩემპიონატში თამაშობდა სადაც უამრავი შეცდომა არის დაცვაშიო და არავინ არ აქცევს ყურადღებასო ამ შეცდომებს )) ზუსტად ეგრე იყო აიაქსში დელიხტის ამბავი ))) იუვე კიდე სხვა დონეა და მაშტაბი )) მე პირადად ამ ეტაპზე დელიხტი ლიგის პლეიოფში არამგონია საიმედო ტიპი იყოს დაცვაში ))) რათქმაუნდა 20 წლისაა და ამ ასაკში ეგეთი მონაცემების მცველი ძაან დიდი ფუფუნებაა )) შანსი და პოტენციელი აქ ძაან დიდი რო საუკეთესო გახდეს )) უბრალოდ ამ ეტაპზე არ არის საიმედო არანაირად ))) ძაან ქაჯობებს სჯადის ხშირად )) რაც ცენტრალური მცველისთვის მიუტევებელი შეცდომაა ))) იმედია კიელინი მოიხოდება და პლეიოფში ლიგაზე ეგ იქნება სასტავში ))) რუგანის საერთოდ დაკარგული აქ უკვე ბურთის შეგრძნება :D:D პოზიციურ თამაშზე რო არაფერი ვთქვათ ))) ეგ გასაშვებია აშკარად ))) არაფერი გამოვა მაგ საქმიდან :D:D: )) დემირელს მეტი შანსი უნდა მიეცეს ))) კარგი მონაცემები აქ )) უბრალოდ ამხელა ფულია გადახდილი დელიხტში და ყველა იმაზე მუშაობს გუნდში რო განვითარდეს ჰოლანდიელი ))) დემირელს მე მგონია რო არანაკლები პოტენციელი აქ ))) ანიელი კაი რეფორმებს აკეთებს მაგრამ პრიმავერა უკვე სულ ფეხებზე დაიკიდეს )) ძაან აფარჩაკებს იგივე ინტერის პრომავერა იუვეს ))) იუვეს აკადეემიდან 5 წელში ერთხელ 2 ფეხბურთელიც რო გაიჩითოს ძირითად გუნდში ეგეც დიდი პლიუსია ))) მაგრამ ეგეთი ტემპებით სულ ჩაკვდა ეგ ამბავი ))) აშკარაა რო უკვე გუნდი გაიზარდა ფინანსურად და სულ მალე საერთოდ აღარ გაუჭირდებათ დიდი ტრანსფერები ))) დელიხტი და რონალდო ნათელი მაგალითია ამის )) პრიმავერა კიდე სულ ფეხებზე დაიკიდეს როგორც ჩანს )))
მეიმედება ამ ბიჭის შეეგუება იტალიურ ფეხბურთს და წლის ნაკრებებში გარანტირებულად იდგება