ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი:”ზალცბურგი 100 მილიონს ითხოვს”

ტუტოსპორტის მტკიცებით იუვენტუსი ზალცბურგის თავდამსხმელის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენს:

კუალუარული ცნობებით ზალცბურგი ერლინგ ჰალანდის სანაცვლოდ, დაახლოებით 100 მილიონ ევროს ითხოვს.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფრეინდმა, შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“რამდენიმე კვირაა პრესის ფურცლებზე უამრავ სისულელეს ვკითხულობ..

სიმართლე გითხრათ, მოლაპარაკებებს არცერთ კლუბთან არ ვაწარმოებთ.. შესაბამისად, მასთან ზამთარში დამშვიდობება წარმოუდგენლად მიმაჩნია.

მესმის, რომ შედეგიანობიდან გამომდინარე, მომავალი წლისთვის მისი შენარჩუნება რთული იქნება, მაგრამ ყველაფერს თავის ლოგიკური დრო აქვს”..

თავად ფეხბურთელს, როგორც ჩანს იტალიურზე მეტად, ინგლისური ფეხბურთი აინტერესებს:

“ჩემი მიზანი მკაფიოა! მსურს ვიყო საუკეთესო და ვთამაშობდე საუკეთესო კლუბებიდან ერთ-ერთში.. ჩემი პირადი მოსაზრებით, პრემიერ ლიგა დღეისათვის სწორედ ასეთი ჩემპიონატია, სადაც განსაკუთრებული კლუბები ასპარეზობენ”.

4 thoughts on “ტუტოსპორტი:”ზალცბურგი 100 მილიონს ითხოვს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.