ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი:”დიბალა და იგუაინი? მათ თავად მიიღეს გადაწყვეტილება”

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას:

ევროპაში თამაში შიდა ასპარეზისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.. თუ შენ, კონცენტრირებას მცირედით მაინც დაკარგავ, მაშინ ქულებს დაკარგავ..

ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა და ამისათვის გამარჯვების მოპოვებაა საჭირო ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც შინაურ კედლებში მაქსიმუმს გაიღებს..

თან ლოკომოტივს თავადაც სურს გასვლის შანსები, რომ დაიტოვოს..

სიმართლე გითხრათ, პირველ შეხვედრაშიც ბევრ პრობლემას წავაწყდით და აქედან გამომდინარე, დასკვნები უკვე გამოტანილი მაქვს..

ავტობუსი? მათთზე მსგავსი არაფერი მითქვამს.. ყველა გუნდს ინდივიდუალური სტრატეგია აქვს, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ..

ახლა მთავარია ჩვენ შედეგზე ვიყოთ კონცენტრირებული და თან ყველაფერს ისე ვაკეთებდეთ, რომ თამაშის ხარისხი უკეთესი ხდებოდეს.

პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან.. ჩემში არ ჯდება ვინმეს გადარწმუნება, რომ გუნდში დარჩეს.. მათ თავად მიიღეს დარჩენის გადაწყვეტილება!

გუნდში არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან შეკრებილნი, რომლებიც მოედანზე დიდ სხვაობას ქმნიან.. მაგრამ მთავარი ერთიანი მექანიზმია და ვიცით, რა მიმართულებით გვმართებს მუშაობის გაგრძელება”.

6 thoughts on “სარი:”დიბალა და იგუაინი? მათ თავად მიიღეს გადაწყვეტილება”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.