ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს

ტუტოსპორტმა ტრადიციულად სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა, რომელიც დღეს თბილისის დროით 21:55-ზე მოსკოვში ლოკომოტივს დაუპირისპირდება..

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე დანილოს უნდა ველოდოთ, რომელიც ტრავმის შემდეგ უკვე მეორედ მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში და ხუან კუადრადოს დასვენების საშუალებას მიცემს.

მატაის დე ლიგტი ტრავმირებულია და გუნდს რუსეთში არ გაყოლია.. ტუტოსპორტის მოსაზრებით ლეონარდო ბონუჩისთან ტანდემში მერიჰ დემირალი იქნება.

მარცხენა ფლანგზე ბრაზილიელი ალექს სანდრო იქნება.

შუახაზში სამი ხედირასთან ერთდ მოედნის ცენტრში მირალემ პიანიჩს და ბლეზ მატუიდის უნდა ველოდოთ..

ტრეკუარტისთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია.. დიდი ალბათობით ცუდ ფორმაში მყოფი ფედერიკო ბერნარდესკი სკამზე დარჩება..

მის ნაცვლად მაურისიო სარის ორი ალტერნატივა აქვს – დუგლას კოშტა ან აარონ რემზი.. ტუტოსპორტი არჩევანს უელსელზე აკეთებს.

თავდასხმის ზონაში გონსალო იგუაინი და კრიშტიანო რონალდუს უნდა ველოდოთ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
joni2
ჯონი77
4 years ago

რატომ შეცვალეთ, ძველი უკეთესი იყო

ჯონი77
ჯონი77
4 years ago

რატომ შეცვალეთ, ძველი უკეთესი იყო

ნედვედ11
ნედვედ11
4 years ago

ra chirs saits :blin: :blin:

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

რა დამართეთ საიტს :blin: :down: :down: :down:

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

მობილური ვერსია გამეჩითა და როგორ შევცვალო?

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x