ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი:”პირველი მიზანი მიღწეულია”

ლეონარდო ბონუჩის გოლი არ გაუტანია, თუმცა ერთ ეპიზოდში გუნდი 100 %-იანი გოლისგან იხსნა:

“გამიჭირდება იმის თქმა, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო.. დუგლას კოშტას რომ არ გაეტანა სამ ქულას ვერ მოვიპოვებდით..

მაგრამ ბურთი კარის ხაზიდან რომ არ გამომეტანა, ალბათ მაქსიმუმ ერთ ქულას დავჯერდებოდით.

თუმცა, ახლა ყველაზე მნიშნელოვანი ის არის, რომ მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება გავიფორმეთ. 

მაშინ, როდესაც სეზონის პირველი მიზანი მიღწეულია, ახლა მოახლოებულ მატჩზე მოგვიწევს კონცენტრირება, რომელიც კვირას გველის. 

ბურთის დაკარგვის დროს, უფრო კომპაქტურად გვმართებს მოქმედება.. პირველ ტაიმში ბევრ თავისუფალ სივრცეს ვტოვებდით, რასაც რუსები პროდუქტიულად იყენებდნენ.

მეორე ნახევარში, მეტად ინტენსიურად დავიწყეთ გადაადგილება, კარში დარტყმა და შედეგად დამსახურებული სამი ქულა გავიფორმეთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x