ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი მილანთან მოახლოებულ შეხვედრაზე

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც მილანთან მოახლოებულ დაპირისპირპირებას დაეთმო:

“მილანი კარგი გუნდია.. ღრმად მწამს, რომ მათ სრული შესაძლებლობები ჯერ არ უჩვენებიათ.

როსონერი ახლა შენების პროცესშია.. ასე ვთქვათ, ფუნდამენტის სტადიაში.. მაგრამ მიიყვანთ თუ არა ეს გამარჯვებამდე არავინ იცის..

ნებისმიერ შემთხვევაში ვხვდებით დიდი ტრადიციების მქონე კლუბს, რომელსაც უდაოდ შეუძლია კონკრეტული მატჩის განსაკუთრებულად ჩატარება.

ჩვენის მხრივ ვალდებულები ვართ ინტენსიურად ვითამაშოთ და განსაკუთრებით ეს დაცვის ხაზს ეხება.

კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით ბევრი სისულელე დაიწერა.

პორტუგალიელს ბარძაყის არეში უკვე დიდი ხანია დისკომფორტი აქვს, რომელიც თამაშის დროს სრულად დახარჯვის საშუალებას არ აძლევს.

ითამაშებს თუ არა მოახლოებულ დაპირისპირებაში ჯერ ზუსტად არ ვიცი.. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

გონსალო იგუაინი ფანტასტიურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფორმაშია.. დარწმუნებული ვარ მომატებაც შეუძლია და სწორედ ამის შემდგომ გოლებიც მოვა! არგენტინელი გუნდს დიდ დახმარებას უწევს.

ფედერიკო ბერნარდესკის არასათანადო დონეზე აფასებთ.. ტრეაკუარტისტაზე უბრალოდ შეუძლებელია ახლა ვათამაშო ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ შეტევაზე იქნება ორიენტირებული.

დუგლას კოშტამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა მოსკოვურ დაპირისპირებაში.. ოდნავ ფლანგზე მოუწია ასპარეზობა, მაგრამ გამთამაშებლის როლი სწორედ ასეთია.. მან თავად უნდა იპოვოს სივრცე.

ლეონარდო ბონუჩის დასვენების საშუალებას იმიტომ ვერ ვაძლევ, რომ ამის საშუალება ჯერჯერობით არ მაქვს.

გუნდს ახლა მისი გამოცდილება და მახასიათებლები, დაცვის ორგანიზებაში აუცილებლად ესაჭიროება.. შესაბამისად ამიტომაც გვიწევს მსხვერპლზე წასვლა..

იმედს ვიტოვებ, რომ მოახლოებულ დაპირისპირებებში ამის საშუალება მომეცემა. 

მატეის დე ლიხტი თავს უკეთ გრძნობს. სამედიცინო შტაბისგან მწვანე შუქი გვაქვს.. ახლა ყველაფერი მოახლოებულ საწვრთნელ სესიაზეა დამოკიდებული.

ნაპოლის რიგებში არსებულ პრობლემაზე, ახლა და თან ამ პოზიციიდან საუბარი ძალზედ გამიჭირდება.

მთავარია, რომ იქ ძლიერი პიროვნებები არიან.. ისეთები როგორიცაა კარლო ანჩელოტი და კრიშტიანო ჯუნტოლი. დარწმუნებული ვარ, შეძლებენ რთული სიტუაციიდან ოპტიმალური გამოსვლის ნახვას.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x