ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტმა საორიენტაციო სასტარტო გამოაქვეყნა

დღეს, ტურინში ალიანც სტედიუმზე ერთმანეთს იუვენტუსი და მილანი დაუპირისპირდებიან.

შეხვედრა თბილისის დროით 23:45-ზე გაიმართება.

ტუტოსპორტმა ტრადიციულად საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა.

ტაქტიკური სქემა უცვლელია და როგორც ჩანს სეზონის მნიშვნელოვან ნაწილს მაურისიო სარი სწორედ 4-3-1-2-ზე დაეყრდნობა:

კარში პოლონელ ვოიცეხ შესნის უნდა ველოდოთ..

მარჯვენა ფლანგზე სასტარტო შემადგენლობაში კოლუმბიელ ხუან კუადრადოს უნდა ველოდოთ..

ცენტრალურ ზონაში მატეის დე ლიხტი ბოლომდე გამოჯანმრთელდა და წესით ლეონარდო ბონუჩის ჰოლანდიელი შეუწყვილდება.

მარცხენა ფლანგზე მატია დე შილიოს დაბრუნებით კი გაჩნდა რაღაც ალტერნატივა, მაგრამ ამ შეხვედრაში თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა ალექს სანდრო იასპარეზებს.

ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში, როგორც ყოველთვის ფართო არჩევანია..

ტუტოსპორტს რაიმე სიახლე არ შეუტანია და ვნახოთ სარი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.. დაეყრდნობა ძირძველ მირალემ პიანიჩს, ბლეზ მატუიდის და სამი ხედრის ტრიოს თუ რომელიმეს ნაცვლად სხვა შუახაზელს გამოიყვანს..

ტრეკუარტისტას პოზიციაზეც ბოლო ხანებში კონკურენცია შეიქმნა.. ფედერიკო ბერნარდესკის გამოჯანმრთელებული აარონ რემზი და დუგლას კოშტა ეცილებიან.. თუმცა, ამჯერად სასტარტოში იტალიელია გამწესებული.

თავდასხმის ზონაში გონსალო იგუაინი და კრიშტიანო რონალდუ არიან მოხსენიებულნი, მაგრამ რამდენად იქნება პორტუგალიელი საწყის წუთებშივე ამას მალე გავიგებთ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BiAnC0Ner00
4 years ago

liverpuli ra mxeci gundia ra ))) klopi saswauli mwvrtvnelia … cecxlia magis gundebi )) ertaferti mwvrtvneli vinc guardilas urtiertshexvesrebshi ugebs

გოგლიკა
გოგლიკა
4 years ago

კაროჩე ნეიმარი მბაპე და მესი რო იყიდონ და ზიდანი 20 წლით გაახალგაზრდავდეს შმერნა მაინც სასტავში იქნება

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x