ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა ანიელი 2018 წლის ტურინელად დასახელდა

დღეს დილით ანდრეა ანიელი ტურინის სავაჭრო პალატამ “2018 წლის ტურინელად” დაასახელა, მისი ეკონომიკური ხედვების და მიღწეული პროგრესის საფუძველზე..

“ის სამუშაო რასაც ანდრეა უკვე წლებია ახორციელებს, ჩვენთვის – რიგითი ტურინელებისთვის არის შთამბეჭდავი და მისაბაძი”

ჟურნალისტებთან საუბრისას ანდრეამ მადლობა გადაუხადა ყველას ამ ჯილდოსთვის:

“ჩვენ ვართ ეპოქაში, როდესაც გადაწყვეტილებები თამამად უნდა მივიღოთ.. 

იუვენტუსში დაბრუნებულს გუნდში მძიმე მდგომარეობა დამხვდა, მაგრამ სწორმა და აქტიურმა მუშაობამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა..

შენ უნდა გწამდეს, უნდა გიყვარდეს და ამ ყველაფერს უსადაგებდე გამოცდილებას, რომელიც დაგროვებული გაქვს სხვადასხვა სფეროში მუშაობის შედეგად.. 

შეკრიბო სწორი გუნდი და გაუყვე რთულ გზას! ჩვენ გვჯეროდა საკუთარი იდეების.. რადგან ეს იყო არამარტო პროგრესული, არამედ მოცემული დროისთვის აუცილებელი. 

ტურინელებისთვის იუვენტუსი ერთი რიგითი საკითხი ან სფერო არ არის.. ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი საამაყო სექტორი, რომელიც თითოეული მიმართულებით ნაყოფიერად მუშაობას. 

ჩვენ ახლა 250 ადამიანი გვყავს შტატში, ხოლო სხვადასხვა სფეროში კონტრაქტზე მყოფთა ციფრი 800-მდე ადის. 

ფინანსური თვალსაზრისით იმდენად მიმზიდველი ბრენდი ვართ, რომელმაც 350 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა. იუვენტუსი მსოფლიო ცნობადობის ბრენდია!

შესაბამისად, ეს ჯილდო მიიღო არა ერთმა კონკრეტულმა ფიგურამ, არამედ მთელმა გუნდმა, რომელმაც გასულ წელს შეუძლებელი შეძლო.

დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x