ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარსელონა როდრიგო ბენტანკურის შეძენას აპირებს

ივან რაკიტიჩის გულახდილმა ინტერვიუმ, სადაც იგი მის კატალონიურ ყოფაზე საუბრობს, თავისთავად გააჩინა დიდი ეჭვი, რომ ხორვატისთვის ლა ლიგაში ეს მართლაც ბოლო სეზონია..

ბარსელონა თავის მხრივ, მის შემცვლელს ეძებს და როგორც ესპანურ მედიაში იუწყებიან, ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ბიანკონერის ურუგვაელ ნახევარმცველს როდრიგო ბენტანკურს განიხილავს.

სხვათაშორის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ ამერიკელი მოთამაშით, ლა ლიგის გრანდი ინტერესდება..

გასულ სეზონში მისი დამატება ორივე მადრიდულ კლუბს სურდა, მაგრამ იუვე არ ისურვა ახალგაზრდა როდრიგოს გასხვისება..

მაურისიო სარის გუნდში მოსვლის შემდეგ, ბევრს მიაჩნდა რომ ბენტანკური სკამის ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად იგი თითქმის სისტემატურად გამოდის მწვანე მინდორზე..

აქედან გამომდინარე, ბარსელონას მისი დამატება ძალიან გაუჭირდება.. თუმცა, თავის მხრივ შესაძლოა გარიგებაში რაკიტიჩი ჩართოს, რომლის თავისთან ხილვა ბიანკონერის უკვე დიდი ხანია სურს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x