ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი 4 იუვენტინოს მომავალზე საუბრობს

ტუტოსპორტმა დღეს მთელი რიგი საინტერესო ცნობები გამოაქვეყნა.

პირველ რიგში საუბარი უმჯობესია ხუან კუადრადოთი დავიწყოთ, რომელიც სულ მალე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

სამხრეთ ამერიკელთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ეს თავად ფაბიო პარატიჩიმაც დაადასტურა:

“უმნიშვნელო დეტალები არის დარჩენილი, რომელსაც მალევე დავხურავთ”.

ბიანკონერის მარჯვენა ფლანგელი ხელშეკრულებას 2022 წლამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური გასამრჯელო 4.5 მილიონი ევრო გახდება.

მასთან ერთად, აქტიურად განიხილება საუბარი ბლეზ მატუიდისთვის ახალი პირობების შეთავაზებაზე..

ფრანგი მართალია, დიდი ხნის მანძილზე წამსვლელთა რიგებში ეწერა, მაგრამ მაურისიო სარი დარწმუნდა მის საჭიროებაში.

აი ვისაც არ გაუმართლა ეს ემრე ჯანია, რომელიც ტურინს წესით და რიგით სულ მალე დატოვებს.

მერიჰ დემირალზე უკვე შეგატყობინეთ, რომ თურქის მიმართ სერიოზული ინტერესი მილანელთაგან მოდის, რომლებიც ბოლო ცნობებით 35 მილიონის გადახდაზეც თანახმანი არიან..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x