ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დანილო:”მანჩესტერს და ტურინს შორის დიდი სხვაობაა”

დანილოს მოსაზრებით მანჩესტერი ტურინისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება:

“მერწმუნეთ აქ ტიფოზები უფრო ემოციურები არიან.. ისინი ქუჩაში ძალიან თბილად გვხვდებიან და ყველას ეტყობა რაოდენ მოტივურებულია.

ყოველდღიურად ვეცნობი ქალაქს და ვხვდებით, რაოდენ გემრიელია აქაური სამზარეულო.

მაგალითად, მანჩესტერში თითზე ჩამოსათვლელი იყო ასეთი ადგილები, ხოლო იტალიაში ყველა ერთი-მეორეზე გემრიელია!

აი თამაშის თვალსაზრისით, ინგლისში უფრო ინტენსიური ტემპია.. ამაში ორი აზრი არაა..

აპენინებზე მეტი ყურადღება ტაქტიკურ ორთაბრძოლებს ეთმობა, რაშიც მერწმუნეთ თავისი ხიბლი დევს.

თითოეული საწვრთნელ სესიაზე, დეტალურად ვსწავლობთ მეტოქეს.. მის მოქმედებას, გადაადგილებას და სათამაშო სქემას.

სიტიში ამ მხრივ მექანიკური დამოკიდებულება იყო.. თითოეულ მეტრზე ყველაფერი გათვლილი გახლდათ.

ბევრი მეკითხება რა სხვაობა არსებობს პეპ გუარდიოლასა და მაურისიო სარის შორის..

მოდი ასე გეტყვით.. სარის სამუშაო სტილი უფრო სასიამოვნოა მომზადების თვალსაზრისით..

თუმცა, საქმისადმი მიდგომა და ფილოსოფია საბოლოო ჯამში, ერთმანეთს ძალიან გავს.

იუვენტუსის არჩეული გეზი არის სწორი და დარწმუნებული ვარ წინ, დიდი წარმატება გველის.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x