იუვენტუსი საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიბალასთან მიმართებაში
სასიამოვნო ცნობები ქვეყნდება პაულო დიბალასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელის გასხვისება იუვეტუსს გასულ ზაფხულს ძალიან სურდა, ამ მიზანს ვერ მიაღწია და დიდი ალბათობით ახლა ამ ფაქტის გამო ბედნიერიც არის.
სხვადასხვა გავლენიანი წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელის აგენტთან უახლოეს პერიოდში, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყება.
მართალია პაულოს უწინდებური ურთიერთობა კლუბის ხელმძღვანელობასთან აღარ აქვს, მაგრამ მაინც მზად არის გაახანგრძლივოს მიმდინარე ხელშეკრულება.
ჯერჯერობით კონკრეტული ციფრები არ სახელდება, მაგრამ კულუარული ცნობებით არგენტინელის წლიური ანაზღაურება 8-9 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ბედის ირონიაა, შარშან დიბო იყო რონალდოს ჩრდილში ახლა ისაა დიბოს ჩრდილში.)))
ობიექტურად ასე უკეთესია გაცილებით