ემრე ჯანს 40 მილიონიანი მსურველი გამოუჩნდა
Corriere dello Sport -ი ემრე ჯანთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს.
ფეხბურთელს ტურინში თამაშის საშუალება ფაქტიურად არ ეძლევა და იანვარში მისი წასვლა სულ უფრო სერიოზულ სახეს ღებულობს.
ბაიერნი თავის მხრივ დიდი ხანია, უკვე რაც ემრეთი ინტერესდება და მზად არის კონკრეტული თანხაც გაიღოს.
თუ ზემოთხსენებულ წყაროს დავუჯერებთ გერმანიის მოქმედი ჩემპიონი მზადყოფნას გამოთქვამენ 40 მილიონი გადაიხადონ ნახევარმცველის სანაცვლოდ, რომელიც ორი სეზონის წინ ტურინში უფასო აგენტის სტატუსით გადაბარგდა.