ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის უცნაური გეგმა მეკარეებთან დაკავშირებით

ძალზედ უცნაური სიტუაციაა ექმნილი იუვენტუსის კარის დარაჯთან დაკავშირებით.

პრესაში რამდენიმე დღეა აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტურინელებმა ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყეს.

მედიის მტკიცებით, ფაბიო პარატიჩი საკმაოდ ახლოს არის მიზნის მიღწევასთან და არაა გამორიცხული, აღნიშნულ ტრანსფერში მონაწილეობა მერიჰ დემირალმაც მიიღოს.

პარალელურად ბიანკონერი პოლონელ კარის დარაჯთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.

ტურინელები მზად არიან შესნის მიმდინარე ხელშეკრულება 2024 წლამდე გაახანგრძლივონ.

უცნაური ამაში ის არის, რომ ნაკლებად მოსალოდნელია დონარუმა სათადარიგო მეკარის როლს დათანხმდეს, ხოლო შესნი თავის დროზე იუვეში იმ პირობით გადავიდა, რომ ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონს ერთ სეზონში ჩაანაცვლებდა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
4 years ago

ეს ხომ ამათი სტილია, რისი პრობლემაც არ არის ზუსტად იმას ჩიჩქნიან ხოლო რისი პრობლემაც არის იკიდებენ.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x