ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განახლებული ცნობები მარიო მანჯუკიჩთან დაკავშირებით

მარიო მანჯუკიჩი

Kicker-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მარიო მანჯუკიჩი მოედანს მიღმა იმყოფება უკვე რამდენიმე თვეა, მის მიმართ ინტერესი არ კლებულობს.

მანჩესტერ იუნაიტედი ერთ-ერთ აქტიურ ვარიანტად რჩება, თუმცა ინგლისელები არ გეგმავენ ტურინელთა მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას.

ალტერნატიულ ვარიანტად კი ბუნდესლიგიდან დორტმუნდის ბორუსია გამოჩნდა, რომელიც მზად არის ხორვატის კონტრაქტზე მოლაპარაკებები გამართოს.

სხვათაშორის მარიოს ყატარშიც შეეძლო წასვლა, მაგრამ ანაზღაურებაზე შეთანხმების ვერ მიღწევის გამო, საქმე ჩაიშალა..

ამერიკული ვარიანტი თავად მანჯუკიჩმა იუარა, განაცხადა რა რომ მისთვის შტატები საინტერესო არ არის. 

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ფორვარდი ტურინს 2015 წელს შეუერთდა და ამ მხნის განმავლობაში 162 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა. 

სიტუაცია კი მას შემდეგ გართულდა, როდესაც მაურისიო სარიმ მარიო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა.. ამის შემდეგ, კლუბთან შეთანხმების საფუძველზე იგი უკვე აღარ ღებულობს კლუბის საწვრთნელ პროცეში მონაწილეობას და ინდივიდუალური წესით განაგრძობს მუშაობას.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x