ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია რაკიტიჩზე ახალ სიახლეს აქვეყნებს

იტალიური და ესპანური მედია კვლავინდებურად ივან რაკიტიჩთან დაკავშირებით საუბრობენ.

ბოლო ხანებში ესპანეთში გაიზარდა ინფორმაციები ხორვატ ნახევარმცველთან დაკავშირებით.

დიდი ალბათობით რაკიტიჩი გუნდს უკვე იანვარშივე დაემშვიდობება და ამ ეტაპზე მისი ხელში ჩაგდების კარგი შანსი ტურინულ გრანდს გააჩნია..

მოთამაშე უკვე დიდი ხანია ბიანკონერის ინტერესის სფეროშია მოქცეული და თავად ივანსაც მოწონს მისი მისამართით ასეთი დამოკიდებულება. 

მხარეებმა შესაძლოა დიდი ხნის წინ დაგეგმილი ბარტერი ახლა განახორციელონ.. კერძოდ, ბარსა ემრე ჯანით ინტერესდება.

გერმანელმა მოთამაშემ ვერაფრით მოახერხა მაურისიო სარის გულის მოგება და ფაქტიურად, ბარგი გაამზადა და ზამთარშივე ეცდება ახალი კლუბის მოძებნას. 

ორივე მოთამაშისთვის ეს ვარიანტები მისაღებია და ახლა მთავარია კლუბებმა ერთმანეთში შეთანხმებას მიაღწიონ.

1 thought on “იტალიური მედია რაკიტიჩზე ახალ სიახლეს აქვეყნებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.