ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რა ხდება რონალდუს თავს იუვენტუსში?

იუვენტუსიმილანის მატჩის დროს კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან 55-ე წუთზე გავიდა, რაც პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ძალიან არ ესიამოვნა და იუვენტუსის სტადიონი მატჩს დამთავრებამდე დატოვა.

რონალდუს მაგივრად მოედანზე პაულო დიბალა შემოვიდა და მილანის წინააღმდეგ გამარჯვების გოლიც გაიტანა.

უკმაყოფილო კრიშტიანუმ სარის მიმართ უხეში სიტყვები არ დაიშურა და მაშინვე გასახდელში გაემართა.

თუმცა, როგორც მაურისიო სარიმ მატჩისშემდგომ ინტერვიუში განაცხადა, ამის შესახებ არაფერი იცოდა –

“უპატივცემულობა გუნდელების მიმართ? როგორც უკვე გითხარით, არაფერი ვიცი. თუ მოედანი მატჩის დამთავრებამდე დატოვა, ეს პრობლემა მან გუნდელებთან უნდა მოაგვაროს.

რონალდუსთან პრობლემა არ მაქვს, პირიქით, მადლობელი ვარ რომ საუკეთესო კონდიციებში არყოფნისდა მიუხედავად, მას ბოლომდე თამაში უნდოდა.

ბოლო თვეში ის მუხლის დისკომფორტს განიცდიდა, რაც მისი თამაშის ხარისხზეც აისახა.” – ისაუბრა იუვენტუსის თავკაცმა.

რონალდუს საკმაოდ ცუდი რეაქცია ჰქონდა მაშინაც, როცა ლოკომოტივის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებისას გამოცვალეს.

გაწევრიანდით adjarabet.com-ის ოფიციალურ ჯგუფში და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები ფეისბუქზე!

“რონალდუს რეაქცია სრულიად ბუნებრივი იყო. ჩემი აზრით, უფრო საგანგაშო ის იქნებოდა, გასვლაზე რომ ნეგატიური რეაქცია არ ჰქონოდა.” – განაცხადა სარიმ.

იუვენტუსი ზედიზედ მეცხრე სერია ა-ს ტიტულისთვის იბრძვის და ჯერ-ჯერობით მიმდინარე სეზონში არც ერთ ტურნირზე არ დამარცხებულა.

სიტუაციაზე კომენტარი ტურინელთა გოლკიპერმა, ვოიცეხ შესნიმაც გააკეთა:

“ჩემპიონის გაბრაზება, როცა ის მოედნიდან გაყავთ, ჩვეულებრივი ამბავია.

ის უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში დაგვიბრუნდება და როგორც ყოველთვის, სეზონის დასკვნით ნაწილში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.”

მატჩის შემდგომ რონალდუმ ინსტაგრამზე დაპოსტა:

“რთული თამაში. მნიშვნელოვანი გამარჯვება!”

თუმცა, რონალდუს საქციელს მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურა იუვენტუსის ყოფილი ტავკაცი, ფაბიო კაპელო:

“მისი რეაქცია არ მომეწონა, ჩემპიონობა მას მინდვრის გარეთაც მოეთხოვება.”

“სინამდვილეში, რონალდუს წლებია ფეხბურთელი არ მოუტყუებია. ლა ლიგის მატჩები მიმყავდა ხოლმე, სადაც კრიშტიანუს ფეხის გადატარების გარდა არც ერთი ფინტის გაკეთება აღარ გამოსდიოდა.

 

ის სუპერ-ჩემპიონია, საუკეთესო, მაგრამ იუვენტუსი მატჩებს რონალდუს გარეშეც იგებს.

დიბალას და დუგლას კოშტას მატჩის ბედის შეცვლა შეუძლიათ, სარის გადაწყვეტილება კი პატივსაცემი იყო.” – დაასრულა კაპელომ.

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, გარი ლინეკერმა, მომხდარის შესახებ კომენტარი ტვიტერზე გააკეთა და დაწერა, რომ ეს ყველაფერი სარისთვის “კარგად არ დამთავრდება”

“რონალდუ სარიმ ერთ კვირაში ორჯერ გამოცვალა, ის კი პირდაპირ გასახდელში გავარდა.

ვეჭვობ, ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდება. თუმცა, უნდა ვთქვა, სარი საკმაოდ გაბედული ყოფილა.”

რონალდუ უკვე პორტუგალიაში გაფრინდა და დიდი ალბათობით კარგ ხასიათზეც მოვა, რადგან პორტუგალიის ნაკრები შესარჩევი ეტაპის საფინალო მატჩებს ლიეტუვასა და ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.

გაწევრიანდით adjarabet.com-ის ოფიციალურ ჯგუფში და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები ფეისბუქზე!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x