ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუჩიანო მოჯი:”სარი თუ ალეგრი?”

ლუჩანო მოჯი

იუვენტუსის ექს სპორტულ დირექტორს ლუჩიანო მოჯის, ერთ-ერთ გადაცემაში მაურისიო სარიზე და მაქს ალეგრიზე საუბარი მოუწია:

“ვფიქრობ, რთული კითხვაა.. რადგან მაქს ალეგრი არის გამარჯვებული მწვრთნელი, ხოლო მაურისიო სარი არა..

რთული იმ თვალსაზრისით არის, რომ სარი ახლახანს მივიდა ტურინში და ჯერ დრო დაჭირდება.

იუვენტუსში ყოფნა იოლი არავისთვის არის.. მითუმეტეს სუპერ შემტევი ფეხბურთის დანერგვა.. 

ფეხბურთელები ხომ იგივე მახასიათებლებით არიან? შესაძლოა კონკრეტულ ასპექტში რაღაც შეიცვალოს მიდგომის კუთხით, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის. 

იუვე არის გუნდი, რომელიც სატურნირო ცხრილს უყურებს.. კარგად თამაშობდე და მეორე ან მესამე ადგილს იკავებდე, იგი ამას ვერავის მოუთმენს.

აქედან გამომდინარე, ტურინში ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება შედეგი, განურჩევლად იმისა თუ ვინ არის გუნდის სათავეში!

კრიშტიანო რონალდუ გენიალური ფეხბურთელია.. მან შექმნა საკუთარი თავი და არის 100%-ით პროფესიონალი.

მაგრამ დღევანდელ რეალობაში ფეხბურთი კვირაში ორჯერ, ასეთ დონეზე 90 წუთი ითამაშო, არავისთვისა ადვილი საქმე და მათ შორის 35 წლის ფეხბურთელისთვის. 

სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და დღეისათვის კრიშრიანო ისეთივე რეაქტიულიც აღარ არის.. ასე რომ..

ჩემი რჩევა ფაბიო პარატიჩისთვის იქნება სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სანდრო ტონალი ან მსგავსი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი შეიძინოს, რომელიც ნახევარდაცვას გააძლიერებს.”

ჭირდება თუ არა იუვენტუსს სანდრო ტონალი?

Loading ... Loading ...
0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
4 years ago

sarim tu iuveshi verafers miagwia mashin sheileba itqvas ro ar aris gamarjvebuli mwvrtvneli )))) sad unda moego skideto empolishi ? tu 11 kacian napolishi?? napolishi romelsac wels gacilebit dzlieri sastavi yavs da gamarjvebuli mwvrtvneli )))
shedegi kide is aris ro oqtombershii daamtavres skudetostvis brzola ddd )) chelsishi mizani dausaxes ro otxeulshi shesuliyo rac sheasrula )) plius kide evropa ligac moigo )))) iuveshi tu chaijva mere sheileba itqvas ro ar aris garjbebuli mwvrtvneli ))

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x