ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია ტრავმირებულთან დაკავშირებით

მიმდინარე უქმეებზე საკლუბო ფეხბურთო სანაკრებო ბატალიებს ჩაანაცვლებს.

იუვენტუსი ატალანტასთან გამართავს შეხვედრას და როგორც ჩანს ბერგამოელებს საკადრო პრობელემებით დაუპირისპირდება.

საქმე იმაშია, რომ უკანასკნელ საწვრთნელ სესიაზე ადრიენ რაბიომ ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და სამუშაოს გაგრძელება ვერ მოახერხა. 

აქედან გამომდინარე, არის რეალური ალბათობა, რომ რაბიო გამოაკლდეს მაურისიო სარის გუნდს.

სამაგიეროდ კარგი სიახლეებია ბლეზ მატუიდისთან დაკავშირებით..

წესით და რიგით იგი მოასწრებს გამოჯანმრთელებას.. ხვალ, ბლეზი დამატებით ტესტებს გაივლის, რის შემდეგაც ყველაფერი გაირკვევა..

სიახლეა კიდევ ერთ დაშავებულზე – ალექს სანდროზე..

ბრაზილია – არგენტინის შეხვედრის დროს ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მოედნის დატოვება მოუხდა..

იუვენტუსის სამედიცინო შტაბის მტკიცებით, სიტუაცია საგანგაშო არ არის, მაგრამ ზუსტი პასუხი იქნება თუ არა იგი ბერგამოელთა წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x