ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Gazzetta:”მაურისიო სარის ფავორიტი ტრეკუარტისტა”

Gazzetta საინტერესო მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც იუვენტუსის “ტრეკუარტისტას” პოზიციას ეხება:

მიმდინარე სეზონში მაურისიო სარიმ არაერთი ფეხბურთელი მოსინჯა ამ სქემაზე..

თუმცა, როდესაც ამაზე ვიწყებთ საუბარს, თავდაპირველად სათამაშო სქემაზეც უნდა ითქვას იროდე სიტყვა..

ყველა ფიქრობდა, რომ სარის მოსვლის შემდეგ გუნდი 4-3-3 და სწრაფ ფლანგებზე გადავიდოდა..

თუმცა, პროცესში მაურისიო დარწმუნდა, რომ მაქს ალეგრი ტყუილად არ ცდილობდა სწორედ მოედნის ცენტრში სიმძლავრის შექმნასა და მათ წინ ჭკვიანი შუახაზელის დაყენებას.

აქედან გამომდინარე, 60 წლის სპეციალისტი მალევე გადაეწყო სხვა ტაქტიკურ მოდულზე..

პრობლემა თავად ფეხბურთელებში იყო..

ამ როლის სათანადო დონეზე მორგება და პროდუქტიულობა ვერ უზრუნველყვეს ვერც როდრიგო ბენტანკურმა, ვერც პაულო დიბალამ და ვერც ფედერიკო ბერნარდესკიმ..

დუგლას კოშტაც არ არის ნომინალური გამთამაშებელი და თავადაც არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის კომფორტული ფლანგზე ყოფნაა სადაც მანევრირებისთვის მეტი სივრცე ეძლევა..

და მაშინ ვინ? მაურისიოსთვის ასეთი ფეხბურთელი აარონ რემზია..

დიახ, უელსელია სწორედ ის საჭირო 10-იანი რომელიც ბიანკონერის ამ ზონაში საჭირო სტაბილურობას და იდეას შეთავაზებს.. იგი იქნება კრიშტიანო რონალდუს იდეალური მხარდამჭერი..

მწვრთნელმა ეს იცის და ამიტომაც ცდილობდა მისი კონდიციების მოფრთხილებას..

როდესაც რემზიმ ტრავმა მოიშუშა და ყველას აჩვენა რაოდენ ჭკვიანია, თავკაცი საქმეს დინჯად.

მძიმე ტრავმის შემდეგ, დიდი დატვირთვებზე არ გადაიყვანა, რადგან საჭირო პერიოდს აარონი ფორმის პიკზე შეხვდეს.

წესით და რიგით უახლოეს პერიოდში, გუნდის ერთ-ერთ ლიდერად უნდა მოგვევლინოს, რის შემდეგაც მაურისიოს ჩანაფიქრი თუ როგორი უნდა იყოს იუვენტუსის თამაში, სრულად ამუშავდება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x