ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე ერიქსენის ტრანსფერზე აქტიურდება

იუვენტუსი უკვე იანვარშივე ეცდება კრისტიან ერიქსენის გაფორმებას და ჟოზე მოურინიო რომელიც ლონდონელთა ახალი თავკაცია, არ აპირებს დანიელისთვის ხელის შეშლას.

როგორც მოგეხსენებათ ერიქსენს ტოტენჰემთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

პორტუგალიელ სპეციალისტს კი არ სურს მისთვის ხელში შეშლა, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ თავად ფეხბურთელს ინგლისის დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიანკონერი ზამთარშივე ეცდება პრემიერ ლიგის ბინადრებთან საერთო ენის გამონახვას..

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 28 წლის შუახაზელით მანჩესტერ იუნაიტედი და მადრიდის რეალიც ინტერესდებიან.. 

ორიოდე თვის უკან გამოქვენდა ინფორმაცია, თითქოს ფაბიო პარატიჩი დანიელის საფეხბურთო აგენტს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა.. შესაბამისად, თუ იანვარში არა, მაშინ იუვე ფეხბურთელს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმებს..

თუმცა, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია დრო გვიჩვენებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x