ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

შესნი – 6.5 – საიმედოა იქ სადაც ამის საჭიროება იყო. კონცენტრირებული და ცივსისხლიანი.

კუადრადო – 6.5 – ამ შეხვედრაში გასულ მატჩებთან შედარებით, მეტ პრობლემას განიცდის.. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ პარტნიორებისგან ფაქტიურად მიტოვებული იყო და ეულად უწევდა მეტოქის წინააღმდეგ ასპარეზობა. რაც არ უნდა იყოს გუნიდსთვის პროდუქტიულობას ყოველთვის ინარჩუნებს.

ბონუჩი – 6.5 – მცირეოდენ შეცდომებს უშვებს და ბერგამოელებისთვის დე ლიხტთან ერთად კარგ კედელს აგებს.

დე ლიხტი – 7 – დაცვის ხაზში საუკეთესო იუვენტინო, რომელმაც არაერთხელ დაბლოკა მეტოქის იერიში და მანევრირება საჯარიმოს მისადგომებთან ახლოს. მეორე სართულზეც და ხმელეთზეც თანაბრად საიმედოა. ჰოლანდიელი ფორმაში შედის.

დე შილიო – 6.5 – დაცვაში მაქსიმალური კონცენტრირება.. კარგი ბრძოლა შედგა ჰეიტბოერის წინააღმდეგ.

ხედირა – 5 – არანაირი დახმარება კუადრადოს მარჯვენა ფლანგზე და საერთოდ, ბურთს ხშირად აყოვნებს.. 

ემრე ჯანი – 70 წუთიდან – ენერგიის დიდი ნაკადი.. სწორი მენტალიტეტით შესვლა, კუადრადოსთვის დახმარების გაწევა და ნახევარდაცვაში საჭირო სტაბილურობის მოტანა.

პიანიჩი – 5.5 – სერიოზული წნეხის ქვეშ არის მოქცეული და გუნდზე თამაშობს.. თუმცა, ჩვეულზე ნაკლები სიზუსტით გამოირჩევა.

ბენტანკური – 5.5 – გადაღლილის შთაბეჭდილებას ტოვებდა.. იყო შენელებული კადრი, რომელიც გამოირჩეოდა უხეშობით, ხოლო პერიოდულად მოედნიდან ქრებოდა.

დუგლას კოშტა – 6.5 – 58 წუთიდან – გასაგებია, რომ ჩვეული რეაქტიულობით არ გამოირჩა, მაგრამ მისი მოედანზე ყოფნა უკვე დაძაბულობას ქმნის.. მეტოქე განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს და შეტევაში თამამად აღარ გადადის. მისი მიზანი იყო იუვე გაეღვიძებინა და მან ეს მოახერხა.

ბერნარდესკი – 5 – ის რაც საჯარიმოში გააკეთა გუნდისთვის, იყო მთავარი აღსანიშნავი ფაქტი მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში. თუმცა, უშუალოდ ბურთთან ყოფნისას არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა.

რემზი – 6 – 26 წუთიდან – არც ის არის ბოლომდე ზუსტი, მაგრამ მაინც მოაქვს ამ მომენტისთვის რაც საჭირო იყო გუნდისთვის.

დიბალა – 7 – ალბათ ერთადერთი, რომელიც ტოვებდა შთაბეჭდილებას რომ მოახერხებდა გვირაბის ბოლოს სინათლის პოვნას და გუნდის თან გაყვანას. კარგად იმუშავა 1-1 -ზე, 1-2 ზეც.. ბოლოს თავადვე უსვავს წერტილს.

იგუაინი – 7.5 – ლიდერი! მთელი თამაშის მანძილზე ორი მეტოქის წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა. ეს ყოველივე მეორე ტაიმში დაუფასდა, როდესაც ჯერ რთულ სიტუაციაში მყოფს ბურთის კარში გადაგზავნა არ გაჭირვებია და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ პარტნიორთან შეთანხმებული მოქმედების შედეგად საერთოდ დუბლი გაიფორმა.. გგონიათ ეს იყო და მორჩა? არა! ქმნის მესამე ბურთს, როდესაც ცენტრში მეტოქეს ეფექტურად იცილებს და დიბალაზე საგოლე გადაცემას აკეთებს.

სარი – 6.5 – არ იყო ლამაზი იუვენტუსი, მაგრამ გუნდმა სამი ქულა მოიპოვა.. შეცვლებამ თამაში შეცვალა.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x