ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარჩელო ლიპი მიმდინარე პროცესებზე საუბრობს

მარჩელო ლიპი

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების ექს თავკაცი მარჩელო ლიპი მიმდინარე სეზონზე საუბრობს:

“მიმდინარე სეზონი სერია ა-ში ძალიან საინტერესოა.. ვფიქრობ, გუნდებს აქვთ რესურსი, რათა სანახაობა სეზონის ბოლომდე მიიტანონ.

აგვისტოში ვფიქრობდი, რომ ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძოლებდა, მაგრამ კარლო ანჩელოტის ნაპოლიში გაუთვალისწინებელი პრობლემები შეექმნა, რამაც შედეგზე ნეგატიურად იმოქმედა.

თუმცა, კარლო დიდებული სპეციალისტია და შემიძლია გითხრათ, რომ მას აქვს სათანადო რესურსი სიტუაციის გამოსასწორებლად.

იტალიაში იუვენტუსი ჯერჯერობით დაუმარცხებლის სტატუს ინარჩუნებს.. ევროპაშიც სტაბილურად კარგად ასპარეზობს და ერთი ნაბიჯის გადადგმა აშორებს სანუკვარ მიზნამდე.. ვფიქრობ, ტურინელები ამ ეტაპზე საკუთარი რესურსის, მხოლოდ 60-70 %-ს იყენებენ.

იუვენტუსი დღეისათვის სტილის შეცვლის ეტაპზე იმყოფება.. მაქს ალეგრის ფილოსოფიიდან მაურისიო სარის მოდულზე.. გუნდი წარმატებას ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე აღწევს და არა მისი რაიმე სტილის დამსახურებით.

თუნდაც, ბერგამოში მატჩს შეხედეთ.. ჩემი სიტყვების ნათელი დადასტურება. ისინი დიდი ხნის მანძილზე განიცდიდნენ პრობლემებს, მაგრამ შემდგომ გონსალო იგუაინმა და პაულო დიბალამ სიტუაცია გუნდის საკეთილდღეოდ შეცვალეს.

როდესაც რვა წლის მანძილზე, ერთი და იმავე გუნდი აღწევს წარმატებას, ვფიქრობ არსებობს ყველა ალბათობა რომ ისინი ამ სვლას მომავალშიც გააგრძელებენ.

მწვრთნელის შეცვლა ასეთ დროს რიკის შემცვლელია, მითუმეტეს როდესაც საუბარი მაქს ალეგრიზეა.. საბედნიეროდ გუნდის ხელმძღვანელობამ მაურისიოს სახით კარგი არჩევანი გააკეთა, რადგან იგი ძალზედ ჭკვიანია!

მან მოახერხა და რეალობად აქცია რამდენიმე იდეა, რითაც გუნდის საერთო პროდუქტიულობაზე შედეგის თვალსაზრისით  ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x