ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას, რომელიც ატალანტასთან მოახლოებულ დაპირისპირებას დაეთმო:

ბევრი რამ იწერება.. ყველაფერისთვის დრო არ მრჩება, თუმცა ეტაპობრივად ნამდვილად მხვდება საინტერესო მასალები.. თუმცა, არის ისეთებიც რომელთა წაკითხვა ცუდ განწყობაზე მაყენებს.

საერთო ჯამში ისიც კი არ ვიცი ტურინში ვის რა ხმები მისდის, ხოლო ესპანეთიდან წამოსულზე ახლა რა კომენტარი უნდა გავაკეთო? 

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ კრიშტიანო რონალდუსთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს და იმედია, იგი მოახერხებს ატლეტიკოსთან თამაშს.

ფედერიკო ბერნარდესკი და მატეის დე ლიხტი ტკივილებს გრძნობენ.. საწვრთნელი პროცესის დროს კიდევ ერთხელ დავაკვირდებით, შემდეგ სამედიცინო შტაბთან კონსულტაციას გავივლით და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას. 

ერთბაშად მოედანზე რონალდუ, გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა? პიპიტა ფანტასტიური ცენტრ ფორვარდია, ხოლო პორტუგალიელი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი, ოღონდ მარცხენა ფლანგიდან მოძრავი.. ხოლო დიბალა არ არის გამთამაშებელი, ისიც ფორვარდია, როგორც იგუაინი. 

შესაძლოა ჯგუფიდან გასვლა გავინაღდეთ, მაგრამ პირველ პოზიციაზე იმავეს ვერ ვიტყვით.. ეს მიზანი კი გუნდისთვის ფუნდამენტურია და აქედან გამომდინარე, მოდუნება არ გვმართებს.

გუნდის სათამაშო სტილის ასე მარტივად შეცვლა იოლი არ არის. შენ უნდა გაიგო თითოეული ფეხბურთელის მახასიათებელი და ამის შემდგომ, მუშაობას შეუდგე ისე, რომ მათი პროდუქტიულობა არ დაეცეს..

ჩვენ სწორი კურსით მივდივართ და ვფიქრობ, ამ შემადგენლობას დიდი პოტენციალი გააჩნია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x