სერია ა-ს აღმასრულებელი დირექტორი:”მეტი გოლია საჭირო, რადგან..”
სერია ა-ს აღმასრულებელი დირექტორი ლუიჯი დე სიერვო ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნავს რომ კალჩო უფრო სანახაობრივი უნდა გახდეს, რადგან კომერციული თვალსაზრისით ეს აუცილებელია:
“იუვენტუსის წინააღმდეგ არავინ არ არის განწყობილი!
თუმცა, საჭიროა უფრო კონკურენტუნარიანი ლიგა, ბევრი გატანილი ბურთით.
უკვე დიდი ხანია, ვუყურებთ შეხვედრებს სადაც უმეტესწილად ადგილი უკავია ტაქტიკურ ორთაბრძოლებს.
ეს კი მერწმუნეთ, დღევანდელ რეალობაში საოცრად რთული გასაყიდი პროდუქტია..
საბედნიეროდ, ჯერჯერობით სტადიონებზე და ტელე-ეთერებთან გულშემატკივართა რაოდენობა იზრდება და ეს უდაოდ პოზიტიური შედეგია.”