ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიეგო სიმეონე:”რონალდუ სისტემატურად გვაწუხებს”

მაურისიო სარის და გონსალო იგუაინის შემდეგ, ჟურნალისტებს მადრიდის ატლეტიკოს თავკაცი დიეგო სიმეონეც გაესაუბრა:

ამ ეტაპზე საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთსი იქნება თუ მეტოქის საჯარიმოში მეტ ცივსისხლიანობას გამოვიჩენთ.

ვალდებულები ვართ, ყოველ მატჩში მაქსიმუმი გავიღოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

კრიშტიანო რონალდუ არის ნამდვილი ჩემპიონი, რომელიც სისტემატურად გვიქმნის პრობლემებს.. უდაოდ ნომერ 1 ჩემპიონია, რომლის არსენალში უამრავი რამ არის სხვაობის შესაქმნელად.

ჯერ კიდევ ადრეა საუბარი, თუ რა შედეგი მოიტანა იუვენტუსში განხორციელებულმა ცვლილებებმა.. ვფიქრობ, უკვე მაისში გარკვეული შეფასებების გაკეთება შესაძლებელი გახდება.

ფაქტია, ბიანკონერის რიგებში თავმოყრილნი არიან განსაკუთრებული პროფესიონალები, რომლებსაც მინდორზე განსხვავებული როლის შეთავსება შეუძლიათ.

ეჭვიც არ მეპარება, რომ იუვე ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე ბოლომდე იბრძოლებენ, როგორც ეს შარშანდელ სეზონში იყო.

სამწუხაროა, რომ გარკვეული ხნის მანძილზე ფელიში ტრავმირებული იყო.. პორტუგალიელი საწვრთნელ პროცეს ცოტახნის წინ შეუერთდა.. მას აქვს ისეთი მახასიათებლები, რაც სხვას არა აქვს და ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა დიდი პლიუსია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x