ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი იუვენტუსის საორიენტაციო შემადგენლობას აქვეყნებს

ტუტოსპორტმა ტრადიციულად მადრიდის ატლეტიკოსთან შეხვედრის წინ, ბიანკონერის სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური რეგლამენტით გუნდების სასტარტო 11-ეული მატჩის დაწყებამდე 45 წუთით ადრე ქვეყნდება, რომელსაც ჩვენი გვერდი ყოველთვის პუნქტუალურად გთავაზობთ.

ახლა კი გადავხედოთ ტურინული გამომცემლობის ვარაუდს, რომელიც უმეტესწილად მართლდება:

კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს, როგორც ეს ძირითად შემთხვევებში ხდება მიმდინარე სეზონში.. 

მარჯვენა ფლანგზე კარგ ფორმაში მყოფი ხუან კუადრადო იქნება, რომელმაც როგორც ჩანს ზურგის ტკივილი აღარ აწუხებს და მზად არის მოახლოებული დაპირისპირებისთვის.

დაცვის ცენტრალურ დუეტს კვლავინდებურად ლეონარდო ბონუჩი და მატეის დე ლიხტი შექმნიან.. ჰოლანდიელი ბოლო ხანებში სტაბულურად კარგ ფეხბურთს აჩვენებს, რაც ბუნებრივია იუვენტუსის ქომაგისთვის სასიამოვნო სანახავია.

მარცხენა ფლანგზე გუნდს ალექს სანდროს ნაცვლად მატია დე შილიო ეყოლება.. იტალიელმა ბრაზილიელი გასულ მატჩშიც შეცვალა და ურიგოდ არ უთამაშია. ვნახოთ, ამჯერად როგორ გაირჯება, რადგან დე შილიო დიდ გუნდებთან უფრო იკარგება, რაც არაერთხელ ვნახეთ.

ნახევარდაცვაში იუვე კვლავინდებურად ტრეკუარტისტათი ითამაშებს და მის უკან შემდეგ სამეულს პროგნოზირებენ – მირალემ პიანიჩი რეჯისტას როლში, სამი ხედირა და ბლეზ მატუიდი, რომლებიც ბოსნიელს საჭირო სივრცეების შექმნაში დაეხმარებიან.

გამთამაშებლის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აარონ რემზის ელიან.. უმეტესად ამ როლში მიმდინარე სეზონში ფედერიკო ბერნარდესკი გვევლინებოდა, მაგრამ უკანასკნელ დაპირისპირებაში, მცირე ტრავმა მიიღო და არაა გამორიცხული სარიმ დასვენების საშუალება მიცეს.

აი ვინც წესით და რიგით სასტარტოში 100%-ით დაბრუნდება, არის კრიშტიანო რონალდუ.. პორტუგალიელმა გამოტოვა ატალანტასთან მატჩი და როგორც ტურინში აცხადებენ, ეს მას სასიკეთოდ წაადგა და ახლა სრულ მზადყოფნაშია.. 

რონალდუს პარტნიორობას, შესანიშნავ ფორმაში მყოფი არგენტინელი გონსალო იგუაინი გაუწევს, რომელიც მიმდინარე სეზონში იმ თამაშს აჩვენებს, რომელსაც იუვენტუსის ქომაგი მისგან დიდხანს ელოდა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x