ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე შილიო:”რამდენიმე მატჩია დაცვაში საჭირო ბალანსი ვიპოვეთ”

იუვენტუსის ნომინალურად მარჯვენა მცველმა, რომელიც ამ სეზონში მარცხენა ფლანგზე ალექს სანდროს დუბლიორად გვევლინება, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ბოლო ორ დაპირისპირებაში..

იტალიელი საიმედოდ იდგა ატლეტიკოს წინააღმდეგ და საოცრად თავდაჯერებულად ირჯებოდა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაშიც როცა ამის საჭიროება იდგა:

ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. 

ჩვენი მიზანი მიმდინარე წლის დასრულებამდე იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი პირველ ადგილზე დაგვესრულებინა. 

მაურისიო სარის სათამაშო სისტემაში თავს კომფორტულად ვგრძნობ.. მართალია მას მაქს ალეგრისგან განსხვავებული ფილოსოფია აქვს, მაგრამ სარისთან თამაში უფრო მხიარულია.

ფაქტია, რამდენიმე მატჩია დაცვაში ერთიანობა ვიპოვეთ, რომელიც უფრო საიმედოს ხდის უკანა ხაზის მოქმედებს.

დღევანდელი შეხვედრის მეორე ნახევარში მცირეოდენი პრობლემები შეგვექმნა, თუმცა საბედნიეროდ კონცენტრირების აღდგენა მოვახერხეთ და წარმატებას მივაღწიეთ.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x