ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარი მატჩზე და საკუთარ ფეხბურთელებზე

მაურისიო სარი ატლეტიკოსთან გამარჯვების შემდეგ, საკუთარი ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი დარჩა:

“ჩვენ საკმაო ენერგია დავხარჯეთ, რაც ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის სრულებით ბუნებრივი რამ არის.

ვფიქრობ, ვიმსახურებდით მაგრამ ატალანტასთან შეხვედრის მსგავსად, ამისთვის დიდი შრომის გაწევა დაგვჭირდა.

ყველაფერთან ერთად, გუნდმა ბრწყინვალე პირველი ტაიმი გამართა, რაც ამ წარმატების ფუნდამენტი გახდა. 

ახლა ისეთი ტენდენცია შეინიშნება, რომ პრობლემებს უმეტესწილად სერია ა-ში განვიცდით, სადაც ბურთის სწრაფად გადაადგილება გვიჭირს. 

ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე სხვა მოტივაცია შეინიშნება, რაც დიდი შეცდომაა რადგან ასეთი მიდგომა მინდა რომ ყველა ტურნირზე გვქონდეს, რომელშიც მონაწილეობას ვღებულობთ.

მეორე ტაიმში ფეხბურთელების მოქმედებებმა გამაბრაზა.. უწყინარ სიტუაციაში ბურთს ხშირად ვკარგავდით, რაც დაუშვებელია!

იდენტური რამ ხდებოდა, რაც ატალანტასთან დაპირისპირებისას, როდესაც მეტოქეს ბურთთან ხშირად ყოფნის და ჩვენ კართან ხიფათის შექმნის საშუალებას ვაძლევდით.

შესაძლოა ინტენსიურობის კუთხით სამუშაო გვმართებს, რათა ეს აურაცხელი ჩაწოდებები შეწყდეს..

კრიშტიანი რონალდუსთან მუხლის არეში ტკივილზე არ მისაუბრია, მაგრამ ვფიქრობ კარგ ფორმაშია, რადგან მთელი 90 წუთის მანძლზე გუნდს ეხმარებოდა და დაცვაშიც ჩამოდიოდა.

პაულო დიბალა მსოფლიო მასშტაბის ფეხბურთელია! ის ახლა დიდებულ ფორმაშია და ნამდვილად შეუძლია სხვაობის შექმნა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
ALLENATORE
4 years ago

dibalas aqvs minusebi da es minusebi am sqemam gadafara ki ara pliusad aqcia ))) 4-3-3 shi dibalas versad gamoiyenebda gundi efeqturad )) kargia ro sarim gaitvaliswina fexburtelebis monacemebi da amaze aago sqema )) uari tqva tavis 4-3-3 ze ))) koshtac trekvartistaze daamugamebs tamashss aucileblad, shaxtarshi utamashia kidec trekvartistad )) ronaldo aris problema win ukan sirbili ar aris ronaldos fexburti ))) tipi saertod daikarga ))) magram eg ar aris saris problema )))) asakis faqtoria ))) 35 wlis ronaldo efeqturi ro iyos sxva sqemaa sachiro da sxva taktika ) rac moitans shedegs da ronaldo sheyris golebs magram mtlianobashi xarisxi agar iqneba ))… Read more »

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x