მანჯუკიჩისთვის ახალი ვარიანტი ჩნდება..

მარიო მანჯუკიჩი
სხვადასხვა იტალიური წყაროს მტკიცებით, მარიო მანჯუკიჩისთვის ახალი ვარიანტი გაჩნდა, კარიერის გაგრძელების თვალსაზრისით.
იმ შემთხვევაში თუ კი როსონერიმ, ვერ მოახერხა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის შეთანხმება, მაშინ მილანელები ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთვებიან.
ერთ-ერთ ასეთ შესაძლებლობად კი მარიო მანჯუკიჩი სახელდება, რომელიც აგვისტოდან მოყოლებული განცალკევებით ვარჯიშობს.
ტურირნელები ხორვატის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს ითხოვენ და თუ როსონერი აღნიშნულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მაშინ სუპერ მარიოს თავისთან წაიყვანს.
მანჩესტერ იუნაიტედი და ბორუსია ჰორიზონტზე რჩებიან, მაგრამ აქტიურობამ მათი მხრიდან შედარებით იკლო.„