ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე ტონალის ტრანსფერს მალე დახურავს

სანდრო ტონალი

სხვადასხვა იტალიური წყაროს მტკიცებით ბრეშასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში იმყოფება.. საუბარი ბუნებრივია სანდრო ტონალის ეხება.

მართალია მოკრძალებული კლუბი გავარდნის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატია, თუმცა თავად სანდრო პარტნიორების ფონზე საკმაოდ კარგად გამოიყურება.

მასიმო ჩელინოს ეს ყოველივე კარგად აქვს გათავისებული და იუვენტუსს აღნიშნული ტრანსფერი იაფი არ დაუჯდება.

უკვე ამ ეტაპზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტურინს ახალგაზრდა შუახაზელი 40-45 მილიონი დაუჯდება.. კულუარული ცნობებით საქმეში ჩართვას ინტერიც გეგმავს, მაგრამ იუვე არ აპირებს ვინმესთვის სანდროს დათმობას.

ფაბიო პარატიჩის თავად შუახაზელისთვის 4 წლიანი კონტრაქტი და სეზონში 1.8 – 2 მილიონიანი კონტრაქტი აქვს გამზადებული, რაც ამ ეტაპზე ნიჭიერ მოთამაშეს წესით და რიგით სრულად დააკმაყოფილებს.

პსჟ-ი პირად ხელშეკრულებას უკეთსი პირობებით თავაზობს, მაგრამ თავად ტონალის აპენინების დატოვების სურვილი ოდნავადაც არა აქვს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
4 years ago

ტონალი და პოგბა ან ერიქსენი რომ მოიყვანონ ცენტრის პრობლემა მოიხსნება მინიმუმ 4 წლით.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x