ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

როგორ აპირებს იუვენტუსი ხედირას შეცვლას?

სამი ხედირამ ოპერაცია გაიკეთა და მწვანე მინდორს სამი თვით დაემშვიდობა.. 

ეს არ არის ტურინული კლუბისთვის სასიამოვნო ინფორმაცია, რადგან ახლა მისი შეცვლა მოუწევთ..

სატრანსფერო ბაზარზე ნახევარმცველებს ისედაც გვიკავშირებდნენ და ახლა საუბარი მეტად გაიზრდება იმავე სანდრო ტონალიზე ან ივან რაკიტიჩზე..

ხორვატი ბარსელონაში თავს ბედნიერად, რომ აღარ გრძნობს ეს არაერთხელ ითქვა.. მაგრამ მისი მაღალი ანაზღაურება, ასაკი და ასე შემდეგ იუვენტუსისთვის ჯერჯერობით ბარიერად არის ქცეული.

საპირისპირო სიტუაციაა ტონალისთან მიმართებაში. ბრეშას შუახაზელი დიდი ხანია ტურინელთა ჰორიზონტზეა მოხვედრილი და ბიანკონერი ყველაფერს მოიმოქმედებს მის ხელში ჩასაგდებად.

თუმცა, თავად ბრეშა ახლა გადარჩენისთვის იბრძვის და რამდენად შეელევა წამყვან ფეხბურთელს მეორე საკითხია. მასიმო ჩელინომ არაერთხელ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონს ტონალი ბრეშაში დაასრულებს.. ამიტომ ამ მხრივ ბევრი კითხვებია. 

არაა გამორიცხული იუვემ საკუთარი რესურსით მოახერხოს სამის შეცვლა.. ემრე ჯანი – ფეხბურთელი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე პირდაპირი მნიშვნელობით “ნაგავ-საყრელზე” იყო მოსროლილი, ახლა შესაძლოა საუკეთესო კუთხით დაბრუნდეს..

დღეისათვის, გერმანელი რთულ მდგომარეობაში იმყოფება და იუვენტუსის ბაზაზე გაჩერებაც კი “ეზარება”.. ერთი სული აქვს, როდის გაქრება კონტინასადან.. მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მაურისიო სარის მუშაობის შედეგი თუნდაც გონსალო იგუაინთან.. პაულო დიბალასთან..

ასე რომ ემრესთის საჭირო მოტივაციის პოვნა წესით მას ნამდვილად არ გაუჭირდება.. მითუმეტეს გერმანელის სტაბილური ასპარეზობა, შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარში ვიხილეთ და წესით მას ტურინელთათვის დახმარების ხელის გაწვდენა ნამდვილად შეუძლია.. 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x