ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი ბრეშასთან პარტნიორობას იწყებს?

სანდრო ტონალის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება და ტუტოსპორტი ახალ დეტალებს გვთავაზობს.

ფაბიო პარატიჩი მასიმო ჩელინოსთან ახალგაზრდა შუახაზელის თობაზე ინტენსიურ კონსულტაციას გადის.. ბრეშას პრეზიდენტს არ სურს მასთან იოლად დამშვიდობება, მაგრამ ფაქტია სხვა გამოსავალი მათ არ რჩებათ.

გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის და ბუნებრივია ასეთ დროს, აუცილებელია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.. მითუმეტეს ჩელინოსთან ეს ყველაზე მთავარი ამოცანაა..

დადის ხმები, რომ ბიანკონერიმ ბრეშასთან შესაძლოა საქმიანი ურთიერთობა დაიჭიროს, როგორც ეს წლების წინ სასუოლოსთან შემთხვევაში მოხდა. 

თანხა, რომ გადასახდელი იქნება ამაზე ყველა თანხმდება.. მითუმეტეს კონკურენცია იუვეს ტონალიზე უდადო ექნება.. 

ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება მარკო პიაცას ტრანსფერში ჩართვა. ფეხბურთელის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მას ორი ძლიერი ტრავმა აქვს გადატანილი, რაც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

აქედან გამომდინარე, სრულებით შესაძლებელია ჩელინომ პიაცა და კიდევ რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა ბრეშაში წაიყვანოს, რომელთა პროგრესირების შემდეგაც მოკრძალებული კლუბი კარგ ფინანსურ მოდულს შექმნის..

პიაცა მაურისიო სარის განკარგულებაში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და გუნდთთან ერთად მაქსიმალური დატვირთვით მუშაობა დაიწყო.. 

შესაძლოა, იგი იანვარშივე ბრეშას შეუერთდეს, რაც ამ ორ კლუბს შორის ახალი პარტნიორობის დაწყების საფუძველი გახდება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x