ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაქს ალეგრი საკუთარ მომავალზე საუბრობს

მაქს ალეგრი

იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ მაქს ალეგრიზე ბევრი იწერებოდა.. იტალიელ სპეციალისტს ხან სად უშვებდნენ და ხან სად..

შეშლილმა მაქსმა ჟურნალისტებთან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქმიანობას მომავალ სეზონამდე არ დაუბრუნდება..

“ივნისამდე შვებულებაში ვარ.. მე და ბრანკინიმ (ალეგრის აგენტი) ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც იუვენტუსთან ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა.

18 წელი ფეხბურთელის რანგში გავატარე, ხოლო მწვრთნელის 16.. 34 წლის მანძილზე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამსახურის გარეშე ვარ და უნდა ითქვას, ამ პროცესით ვტკბები.

დრო რომელიც ასეთი ძვირფია, ახლა საკმაოდ მაქვს.. მაქვს საშუალება ბევრ საინტერესო საკითხზე დავფიქრდე, გავესაუბრო ადამიანებს, ვიმოგზაურო და დავკავდე პირადი ცხოვრებით.. ვიარო თეატრში და ხელოვნების სხვადასხვა გამოფენაზე.. წავიკითხო წიგნები.

მილანში ინგლისური ენის შესწავლა დავიწყე.. წინადადების სრულად გაგება ჯერ კიდევ მიჭირს, მაგრამ ვესაუბრები ადამიანებს, რომლებიც ნელა წარმოთქვამენ სიტყვებს და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გასაგები ხდება.

მთავარია, რომ ფილმებს ინგლისურად ვუყურებ და კითხვაც არ მიჭირს.

მომდევნო წელი მნიშვნელოვანი გახდება, რადგან არჩევანის გაკეთება იოლი არ იქნება.. იუვენტუსში ხუთ წლიანი მუშაობის შემდეგ, მცდარი ნაბიჯის გადადგმა არ მინდა.. წარუმატებლობა თავგზას ამირევს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x