ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნიჭიერი თავდამსხმელის გადაწყვეტილების მოლოდინში

ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის მიმართ ყურადღება უკვე დიდი ხანია რაც გაიზარდა.

არაერთი ბობოლა გრანდი ცდილობს მის გაფორმებას.. 

თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობია, რომ მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ნებისმიერ გუნდს შეუძლია 20 მილიონის სანაცვლოდ დამატება.

დღევანდელი სატრანსფერო ღირებულებებიდან გამომდინარე, ბუნებრივია ასეთი ნიჭიერი ფორვარდის სანაცვლოდ, ეს თანხა სასაცილოდ გამოიყურება.

შედეგად, ზალცბურგმა უკვე დაიწყო ფეხბურთელის აგენტთან მუშაობა ამ საკითხზე.. მათ იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელი კლუბის ინტერესებს გაითვალისწინებს და ამ თანხაზე სხვაგან გადასვლას არ დათანხმდება.

ავსტრიელებს იმედი აქვთ, რომ მინიმუმ გააორმაგებენ აღნიშნულ ციფრს, თუმცა დაზუსტებით რაიმეს პროგნოზირება ახლა წარმოუდგენლად რთულია.

საკმაოდ გრძელ სიას, რომლის ჩამოთვლას არანაირი აზრი არა აქვს, უბრალოდ უნდა აღვნიშნოთ რომ მასში იუვენტუსიც შედის..

ტურინელებმა უკვე გამართეს ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები და მათი დაინტერესება საკმაოდ სერიოზულია.. 

აქედან გამომდინარე ბრძოლა ჰოლანდისთვის დრამატულ სახეს ღებულობს და დიდი ალბათობით გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის ნება სურვილი იქნება..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x